» ჯანქი » თუ მართლები არიან ეს ჯიგრები, რატომ გაურბიან საერთაშორისო გამოძიებას?! - მიქარული აქვთ და იმიტომაც გაურბიან - ელისაშვილი „ოცნებაზე“

თუ მართლები არიან ეს ჯიგრები, რატომ გაურბიან საერთაშორისო გამოძიებას?! - მიქარული აქვთ და იმიტომაც გაურბიან - ელისაშვილი „ოცნებაზე“



თუ მართლები არიან ეს ჯიგრები, რატომ გაურბიან საერთაშორისო გამოძიებას?! - მიქარული აქვთ და იმიტომაც გაურბიან - ელისაშვილი „ოცნებაზე“
„ძლიერი საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, პარტნიორებთან საუბრისას ოპოზიციის მხრიდან მთავარი სათქმელი იქნება ის, რომ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიება დაიწყოს. ამის შესახებ ელისაშვილმა ჟურნალისტებს 8 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციასთან ოპოზიციის შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

„ჩვენ ვეტყვით ყველაფერ იმას, რაც მოხდა სინამდვილეში ჩვენ ქვეყანაში. დავუდებთ მტკიცებულებებს, რომელიც საკმარისზე მეტია, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი მოთხოვნა იქნება, რომ დაინიშნოს საერთაშორისო გამოძიება. თუ მართლები არიან ეს ჯიგრები, რატომ გაურბიან ამ გამოძიებას?! მიქარული აქვთ და იმიტომაც გაურბიან. განსაკუთრებულს არაფერს ვითხოვთ, უცხოელებმა, პატიოსანმა სანდო ხალხმა გამოიძიოს, რა მოხდა არჩევნებზე“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ცნობისთვის, ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაცია ოპოზიციას ხვდება. მანამდე ისინი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდნენ. "ქართულმა ოცნებამ" კი დელეგაციასთან შეხვედრაზე უარი თქვა.

წყარო : ​tia.ge/​​​

კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+