ფოტოგრაფი
გოგა ჩანადირი გამოდის ინიციატივით, ქვეყანაში სამუშაო გრაფიკი შეიცვალოს და ევროპული ქვეყნების უმეტესობაში მოქმედ სტანდარტებს დაუახლოვდეს.
“დილის 7 საათია და თითქმის მთელ დედაქალაქს სძინავს. არადა, ეს ზაარბრიუკენის მოედანია და დღისით როგორი გადატვირთულია. ქვეყანა ასაშენებელია და ყველაზე მნიშვნელოვან დროს არ ვიყენებთ.
იქნებ სჯობს, როგორც არაერთ განვითარებულ სახელმწიფოშია, ჩვენთანაც დილის 8-ზე დაიწყოს სამუშაო და 4-ზე მორჩეს. ასე ქვეყნის დრო გრჩება პირადი საქმისთვის. ამ სამუშაო რეჟიმით გაცილებით ნაყოფიერია შრომაც და დასვენებაც.
აბა, ის სჯობს, 6-7 სთ-ზე რომ ამთავრებ მუშაობას და მერე არაფრისთვის აღარ გრჩება დრო და არც რაიმეს თავი გაქვს?“ - წერს ფოტოგრაფი.
ინიციატივას საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ნაწილი ასეთ რეჟიმში მუშაობას მიესალმება, თუმცა - ნაწილმა აზრი გააკრიტიკა.
წყარო:
ambebi.ge
კომენტარები (0)