"შვილმა არ დამირეკა, დაბადების დღე არ მომილოცა, სამაგიეროდ ლეკვები მილოცავენ და მეუბნებიან, გვიყვარხარ დედიკო", – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ცისნამი საყვარლიშვილი წერს.
ცისნამი საყვარლიშვილი
ambebi.ge-სთან ინტერვიუში ამბბოდა, რომ მიუხედავად ზრუნვისა, მასა და შვილს შორის აღმართული კედელი ვერ დაანგრია.
"ჩემმა ერთადერთმა სისხლმა და ხორცმა, ჩემმა შვილმა გადაწყვიტა საქართველოში დაბრუნება და თბილისში ცხოვრება. ახლა იქ მინდა ვცადო ბედიო. ზაზა ფაჩულიას აკადემიაში უნდა დაბრუნება და იქიდან საქართველოს ნაკრებში თამაში. ამერიკაში მაღალი კონკურენციაა კალათბურთში, ოთხი წელი ვერაფერი გავაკეთო აქ, რთულიაო ურთიერთობები და წავიდა. მე და ჩემი მეუღლე არ ვეთანხმებოდით, ასე ადვილად აქ არაფერი მიიღწევა, დროა, საჭირო და ბევრი შრომა. მამამისმა, რომელიც ასევე ამერიკაში ცხოვრობს ჩუმად უყიდა ბილეთი და თბილისში გაუშვა. ისე წავიდა რომ არ დამემშვიდობა. ჩუმად გაიპარა. თუ ჩემს გადაწყვეტილებას პატივს არ სცემ, ხელს მაინც ნუ შემიშლიო. ზუსტად ვიცი, რომ 16 წლის ბავშვი ასეთ გადაწყვეტილებას მარტო ვერ მიიღებდი და მამის ზეგავლენის ქვეშაა მოქცეული"...
კომენტარები (0)