გუშინ, აქციის მონაწილეებმა, რომლებიც არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმდებარედ გაშლილ კარვებში გაათენეს.გადაკეტილი ქუჩისა და შექმნილი საცობების გამო, საზოგადოების ნაწილი სოციალურ ქსელში უკმაყოფილებას გამოთქვამდა. მათ შორის იყო
ეკა კახიანის ქალიშვილი ქეთო თოფურიძე, რომლის განცხადებასაც სოციალურ ქსელში კრიტიკა მოჰყვა."ვერ გადავადგილდებით ქალაქში. ასე უნდა გაგრძელდეს? თუ ალაგდებიან და წავლენ სახლებში ნეტა?“ - წერდა თოფურიძე ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ "სთორიში". ქეთო, როგორ უმკლავდებით იმ კრიტიკას რაც თქვენს სტატუსს მოჰყვა?
- არ მინდა მაგ თემაზე კომენტარის გაკეთება.
- რას ეტყოდით ამ ადამიანებს?
- ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ ამ ადამიანების ბულინგზე სამწუხაროდ, მირჩევნია ჩუმად ვიყო.
- ეს არ გაწუხებთ ან არ განერვიულებთ?
- რა თქმა უნდა, ძალიან რთულია ამხელა ბულინგის ატანა, გაძლება, თუმცა მაინც მირჩევნია, ამ თემაზე კომენტარი არ გავაკეთო.წყარო: ambebi.ge
კომენტარები (0)