» ჯანქი » „როდესაც ეს გაიგო ცხვირსახოცს იშველიებდა, თვალები და ღაწვები სველი ჰქონდა" - რას ყვება მისი ახლობელი

„როდესაც ეს გაიგო ცხვირსახოცს იშველიებდა, თვალები და ღაწვები სველი ჰქონდა" - რას ყვება მისი ახლობელი



„როდესაც ეს გაიგო ცხვირსახოცს იშველიებდა, თვალები და ღაწვები სველი ჰქონდა" - რას ყვება მისი ახლობელი
ნაციონალური მოძრაობის წევრი მედეა ვასაძე საქართველოს ყოფილ პირველ ლედიზე, სანდრა რულოვსზე ემოციურ ისტორიას იხსენებს.

როგორც მედეა ვასაძე წერს, სანდრას ერთ-ერთ სუფრაზე დედის სადღეგრძელოს დროს ატირდა. 

"ერთ-ერთი საარჩევნო შეხვედრის დროს გავიცანი – სადა, მოღიმარი, ლამაზი აღნაგობის, ქცევაში მოკრძალებული, მშვენიერი, შენელებული ქართულით მოსაუბრე, აქცენტით, მაგრამ ისეთი ქართულით, თითოეული სიტყვისა და სასვენი ნიშნის ადგილი და მნიშვნელობა რომ იცოდა…

მშვენივრად აეწყო ის ხანმოკლე, ნაუცბათევი ურთიერთობა. სადილობის დროს რამდენიმე ადამიანი სუფრასთან შევიკრიბეთ…თამადამ დედის სადღეგრძელო წარმოთქვა… სანდრასკენ თვალი გამექცა ხელის მკვეთრი მოძრაობის გამო, რომლითაც ცხვირსახოცს იშველიებდა. თვალები და ღაწვები სველი ჰქონდა და თეფშს ჩაშტერებოდა. ხომ მშვიდობაა-მეთქი, ვიკითხე მორიდებულად… დედა მენატრებაო, ჩურჩულით თქვა და ემოციისთვის ბოდიში მოიხადა…"


წყარო: ​digest.pia.ge​​​

კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+