მოდელი 500 კაცთან იწვა და ამბობს, რომ კიდევ 500 კაცთან აპირებს დაწოლას
მოდელი, სახელად კაძუმი, კალიფორნიიდან, აშშ, ძალიან უჩვეულო მიღწევით ამაყობს. გოგონამ აღიარა, რომ 24 წლის თავზე 500 კაცთან იწვა. თუმცა, ის აქ გაჩერებას არ აპირებს და მომდევნო ექვსი წლის გეგმები უკვე წინასწარ დასახული აქვს.
30 წლისთვის ის აპირებს გრანდიოზულად მოხსნას საკუთარივე რეკორდი და მოძებნოს კიდევ 500 იღბლიანი, რომლებთან ერთადაც სიამოვნებას მიიღებს. კაზუმის თქმით, სექსი მისი ცხოვრების წესია. ის მონაწილეობდა სვინგერების წვეულებებში და ახლა პოლიამორულ ურთიერთობაშია.
ამავდროულად, კაძუმი არა მხოლოდ ხვდება თავის რჩეულებს, არამედ ინახავს თავისი "ტრიუმფალური გამარჯვებების" სია, წერს Daily Star.
იმ მამაკაცებისთვის, ვინც საუკეთესოდ გამოავლინა თავი, მან სპეციალური აღნიშვნებიც კი მოიფიქრა. თუმცა, მას ტრიუმფალური სიების მოშორება მოუწია მას შემდეგ, როდესაც ისინი მისმა ბოიფრენდმა იპოვა, რომელსაც ბუნებრივიააშკარად არ სიამოვნებს მისი "მიღწევები".
"მართალი გითხრათ, 98-ე პარტნიორის შემდეგ თვლა ამერია. მე მათ ყველას საიდუმლო კოდირებულ სიაში ვათავსებდი. მუწერდი ვარსკვლავებს, თუ ჩემი პარტნიორები ნამდვილად კარგები იყვნენ, ან გულებს, თუ მათ მიმართ გრძნობები მქონდა"(კაძუმი)
სექსის მოყვარულმა ლამაზმანმა განაცხადა, რომ 30 წლის იუბილეზე გრანდიოზული სექს-წვეულების მოწყობას გეგმავს. მან აღნიშნა, რომ რეგულარულად იტარებს ტესტებს და იყენებს დამცავ საშუალებებს.
კომენტარები (0)