შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დიდი ოდენობით თანხის დაუფლების თაღლითური სქემა გახსნეს, დაკავებულია 15 პირი.
შსს ინფორმაციით, დანაშაულები 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობისა და გამოძალვის ბრალდებით დაკავებულები არიან: 2001 წელს დაბადებული ნ.უ.; 1986 წელს დაბადებული გ.ფ.; 1988 წელს დაბადებული გ.ლ.; 1996 წელს დაბადებული ვ.გ.; 1990 წელს დაბადებული ბ.ღ.; 2002 წელს დაბადებული გ.ე.; 2001 წელს დაბადებული ე.მ.; 1978 წელს დაბადებული ა.ხ.; 2000 წელს დაბადებული ლ.კ.; 1989 წელს დაბადებული მ.მ.; 1992 წელს დაბადებული ო.ა. და წარსულში ნასამართლები პირები: 1990 წელს დაბადებული ბ.თ.; 1997 წელს დაბადებული ა.წ.; 1974 წელს დაბადებული ი.გ. და 1999 წელს დაბადებული დ.ბ.
წყარო:
ambebi.ge
კომენტარები (0)