2022 წლის დასასრულს პი დიდი (ნამდვილი სახელი - შონ კომბსი) მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რეპერი გახდა. ჰიპ-ჰოპის ვარსკვლავის ქონება 1 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული, თავად პი დიდი კი მსოფლიოში მეორე უმდიდრეს რეპერად აღიარეს. ამ რეიტინგში პირველ ადგილს უკვე დიდი ხანია, ჯეი-ზი 1.5-მილიარდიანი ქონებით იკავებს. პი დიდი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა, არტისტმა ბიზნეს გეგმების შედგენა, ალბომის გამოშვება, კომპანიების გახსნა დაიწყო. თუმცა, ბოლო პერიოდია, მისი სახელი ერთ-ერთ ყველაზე დიდ სკანდალს უკავშირდება და რეპერს სასჯელად 15 წელი ან სამუდამო პატიმრობა ემუქრება...
2023 წლის ნოემბერში რამდენიმე გოგონამ პი დიდი გაუპატიურებაში დაადანაშაულა. 2024 წლის 16 სექტემბერს მუსიკოსი მანჰეტენის სასტუმროში დააპატიმრეს. წაყენებული ბრალდების გათვალისწინებით, პატიმრობა გირაოთი ვერ შეიცვლება. რეპერს სექსუალურ ძალადობას, გაუპატიურებასა და ადამიანებით ვაჭრობას ედავებიან და თითქმის ყოველდღე მის სახელთან სულ უფრო და უფრო მეტი დანაშაულია დაკავშირებული. როგორც ცნობილია, პი დიდის დანაშაულებრივ საიდუმლოებებს მისი ცნობილი მეგობრები და პარტნიორებიც ინახავენ. თუმცა, ისინი ჯერჯერობით დუმილს არ არღვევენ...
პი დიდი 1969 წელს ნიუ-იორკში, ჰარლემის უბანში დაიბადა. 1992 წელს მან საკუთარი მუსიკალური ლეიბლი დააარსა და პირველი ალბომი - No Way Out გამოუშვა. ჩანაწერმა ძალიან დიდი გამოხმაურება და აღიარება მოიპოვა. აღიარების პარალელურად, მისი სახელი მაშინვე სხვადასხვა დანაშაულს დაუკავშირდა. ერთი წლით ადრე თუფაქ შაკური მოკლეს. მანამდე რეპერმა პოლიციაში განაცხადა, რომ ემუქრებოდნენ და პი დიდი დანაშაულის ორგანიზებაში დაადანაშაულა.
განაგრძეთ კითხვა
კომენტარები (0)