სოდის ყოფილი უფროსის ერეკლე კოდუას პირადი ცხოვრება წლებია, რაც მედიაში აქტიურად შუქდება. ჯერ კიდევ ვარდების ხელისუფლების დროს, თანამდებობაზე მყოფი კოდუა მეორე ოჯახის შექმნის გამო, მაშინდელი პრესის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა.
მაღალჩინოსანმა მაშინ ცნობილ ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანზე იქორწინა და წყვილს საერთო შვილი საბა კოდუა შეეძინა. ნანუკა იქამდე ერთხელ უკვე იყო ქორწინებაში, დაოჯახებული იყო ერეკლე კოდუაც, პირველ ქორწინებაში სოდის უფროსს 4 შვილი ჰყავდა.
ნანუკას და ერეკლეს 9 წლიანი ქორწინება საბოლოოდ განქორწინებით დასრულდა. ვარდების ხელისუფლების წასვლისა და ქვეყნის სათავეში ოცნების მოსვლის შემდეგ, კოდუას ქვეყნიდან წასვლა მოუწია.
ერეკლე კოდუაზე საქართველოს სამართალდამცავ უწყებებს რამდენიმე ეპიზოდზე სისხლის სამართლის საქმეც აქვთ აღძრული, მას ერთ-ერთ საქმეზე, ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტთან დაკავშირებით, 9 წლით თავისუფლების აღკვეთაც აქვს შეფარდებული, თუმცა სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილი უფროსი არავის ემალება.
თავიდან ჟორჟოლიანი მეუღლეს ხშირად აკითხავდა უცხოეთში, თუმცა მალე კოდუა ახალ ქალთან, უკრაინელ კატალინა დიდასთან ერთად გამოჩნდა.
"გამარჯობა, მე ყაზახი არ ვარ. უკრაინაში დავიბადე და უნგრეთის მოქალაქე ვარ. მე არ ვიცნობდი ქართველებს, ირაკლი პირველი ქართველია, ვინც მე გავიცანი. მის მაგალითზე მეგონა, რომ ყველა ქართველი კარგია... თუმცა ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ მივხვდი, რომ ასე არ არის. ხალხო, რა გჭირთ? მე ის არავისთვის წამირთმევია. ირაკლი უნგრეთში გავიცანი და ის აქ მარტო იყო, ლტოლვილი. მის შესახებ არაფერი ვიცოდი, შემიყვარდა. ის ასევე მარტო იყო, როდესაც ნანა ჟორჟოლიანმა გაიცნო, 4 შვილის მამა. მეცინება და არ არის ჩემთვის კომფორტული, როდესაც იმ ქალს [ნანუკა ჟორჟოლიანს] მადარებენ, ამაზე კომენტარის გაკეთება არ მსურს. მადლობა ყველას, გისურვებთ მეტ სიკეთეს," - წერდა კატიკა წლების წინ, როდესაც ქალს სოდის ყოფილი მაღალჩინოსანის ოჯახის დანგრევა დააბრალეს.
ნანუკას და ერეკლეს დაშორების შესახებ ცნობილი 2016 წელს გახდა. მას შემდეგ კოდუასა და დიდას ოჯახი სტაბილურად ცხოვრობს. მოგზაურობენ ბევრს და გამორჩეულია კატიკას სექსუალური სტილი, თუმცა როგორც გადავამოწმეთ, ბრენდებს არ ანიჭებს უპირატესობას.
მაგალითად, დიდას საცურაო კოსტიუმი, სულ რაღაც 30 დოლარი ღირს, წითელი კაბა კი, რომელიც გულზე თასმებით იკვრება - 95 დოლარი. ყველაზე ძვირადღირებული კომბინიზონია, რომელიც ინსტაგრამზე გამოქვეყნებული ფოტოების მიხედვით ვნახეთ, VERSACE JEANS COUTURE, რომელიც 179 ევრო ღირს.
წყარო:
ambebi.ge
კომენტარები (0)