მომღერალ დათო ხუჯაძეს და მის მეუღლეს ეკა დალაქიშვილს შვილი შეეძინათ. მათ გოგონას ულამაზესი სახელი, ილა დაარქვეს.
ცნობისთვის, მომღერალმა დაახლოებით 1 წლის წინ უმშვენიერეს გოგონაზე, ეკა დალაქიშვილზე იქორწინა.
"ჩემი მეუღლე ეკა დალაქიშვილი თბილისელია, რაც შეეხება პროფესიას, საკმაოდ საინტერესო პროფესია აქვს – საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი დაასრულა და ლოტბარია, თუმცა არასდროს უმუშავია საკუთარი პროფესიით. ადრე ერთმანეთი აეროპორტში გავიცანით, ჩემი პროფესია ძალიან ახლოს იყო აეროპორტთან და სწორედ იქ დაიწყო ჩვენი ურთიერთობაც" - ამბობდა დათო ხუჯაძე ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუში.
წყარო:
newposts.ge
კომენტარები (0)