» ჯანქი » ვინ არის ილია სულამანიძის რჩეული: " სამუდამოდ ახდენილი ოცნება ხარ ჩემს ცხოვრებაში" - უმშვენიერესი შეყვარებული, ოჯახი და ბავშვობა

ვინ არის ილია სულამანიძის რჩეული: " სამუდამოდ ახდენილი ოცნება ხარ ჩემს ცხოვრებაში" - უმშვენიერესი შეყვარებული, ოჯახი და ბავშვობა



ვინ არის ილია სულამანიძის რჩეული: " სამუდამოდ ახდენილი ოცნება ხარ ჩემს ცხოვრებაში" - უმშვენიერესი შეყვარებული, ოჯახი და ბავშვობა
სულ ცოტა ხნის წინ მთელი საქართველო ახალგაზრდა სპორტსმენის, ლაშა ბექაურის დიდი სიხარულის გარშემო გაერთიანდა, როცა ის ოლიმპიური ჩემპიონი ზედიზედ მეორედ გახდა. მოგვიანებით კი, მეორე ტრიუმფის მოლოდინით, ეკრანს მიეჯაჭვა ყველა, დიდი თუ პატარა. 23 წლის ჯუდოკამ, ილია სულამანიძემ 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ფინალში გასვლა მოახერხა, თუმცა სადებიუტო ოლიმპიური თამაშების ვერცხლისპრიზიორი გახდა. ის მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან, აზერბაიჯანელ ზელიმ კოცოევთან დამარცხდა, მარცხი მოულოდნელი იყო ყველასთვის, განსაკუთრებით კი თავად ილიასთვის: "ასეთი მომზადებული არასდროს ვყოფილვარ, გული ჩემზე მეტად არავის სტკივა", - თქვა სპორტსმენმა. "გული გვეტკინა განა იმიტომ, რომ ოქრო გვინდოდა, არა, ჩვენ გვინდოდა, შენს სახეზე ღიმილი გვენახა", - წერდნენ სოციალურ ქსელში ილია სულამანიძის შესახებ. 

ილია სულამანიძის ოჯახი

ილია სულამანიძე პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების შემდეგ კიდევ უფრო მეტმა ადამიანმა შეიყვარა, მისი გულშემატკივრების რიცხვი კი - გაიზარდა. გასაკვირი არ არის, რომ ინტერესი მისი ცხოვრების, კარიერისა თუ ოჯახის შესახებაც უფრო დიდია. 
ილია სულამანიძეს ჰყავს მშობლები და ძმა. შაკოსა და ილიას შორის სხვაობა ერთი წელია, ილია ძმაზე ერთი წლით უმცროსია და ისინი ერთ კლასში სწავლობდნენ. როგორც ცნობილია, შაკოც ჯუდოკა იყო, თუმცა ტრავმა მიიღო და ვარჯიში ვეღარ გააგრძელა. ძმებმა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი დაამთავრეს, შაკომ კი ფიტ­ნეს აკა­დე­მიაში გააგრძელა სწავლა. 

ილია სულამანიძის შეყვარებული 

ახალგაზრდა და წარმატებული სპორტსმენის გულშემატკივრებს შორის უამრავი გოგოა, თუმცა ილია შეყვარებულია და მისი რჩეული ასევე სპორტსმენი, მოცურავე თაკო მეგრელიძეა. თაკოს არაერთ შეჯიბრში აქვს მონაწილეობა მიღებული და მის კარიერაში წარმატებაც ბევრია. 21 წლის უმშვენიერესი თაკო საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტია და სამართალმცოდნეობას სწავლობს. 
"უსასრულოდ ასახდენი და სამუდამოდ ახდენილი ოცნება ხარ ჩემს ცხოვრებაში" - წერდა ილია სულამანიძე მისი და თაკო მეგრელიძის ვიდეოზე. 




ილია სულამანიძის კარიერა

"ჩემი კარიერა დაიწყო 5 წლის ასაკში. რა თქმა უნდა, ჩემი ინიციატივა არ ყოფილა ამ ასაკში ძიუდოზე შესვლა, მამაჩემმა შემიყვანა და მეც ძიუდოში შეყვანილ იმ თაობას მივეკუთვნები, რომელი თაობაც ზვიადაურის ჩემპიონობის გამო შეიყვანეს ამ სპორტზე.
დედაჩემი ძიუდოზე უარს არ ამბობდა, თუმცა უნდოდა, რომ სხვა სფეროებიც შემესწავლა, ამასაც ცდილობდა, მაგრამ მთავარი მიზანი მთელი ოჯახისთვის ძიუდო იყო. რომ ვთქვა, საუკეთესო მოსწავლე ვიყავი-მეთქი, ასე არ არის, მაგრამ რაც მაინტერესებდა, ძალიან კარგად ვსწავლობდი.
რთული გზა იყო, თუმცა არა რაიმე გაუთვალისწინებელი შემთხვევების გამო, რთული იყო შრომის მხრივ, იმ მიდგომების გამო, რაც მე და ჩემმა მწვრთნელმა ავირჩიეთ, მაგრამ ტრავმების მხრივ, ძალიან იღბლიანი გამოვდექი და არაფერს ხელი არ შეუშლია.
ჩემი ცხოვრების მომენტებს რომ ვიხსენებ, ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯებოდი და 100%-ით ვდებდი იმას, რაც ჩასადები იყო ამ საქმეში."
 

წყარო: ​marao.ge​​​

კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+