» ჯანქი » მსოფლიო სპორტის ვარსკვლავი, რომელსაც სოფო ნიჟარაძესთან ჰქონდა სასიყვარულო ურთიერთობა

მსოფლიო სპორტის ვარსკვლავი, რომელსაც სოფო ნიჟარაძესთან ჰქონდა სასიყვარულო ურთიერთობა



მსოფლიო სპორტის ვარსკვლავი, რომელსაც სოფო ნიჟარაძესთან ჰქონდა სასიყვარულო ურთიერთობა
50 წლის რუსი ცნობილი ჰოკეისტი, მსოფლიო ჩემპიონი და ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი პაველ ბურე მრავალშვილიანი მამაა.

პაველ ბურე მთელ მსოფლიოში ცნობილი სპორტსმენია, თუმცა ქართველებისთვის განსაკუთრებით პოპულარული და აქტუალური წლების წინ გახდა, როცა რუსულ და ქართულ პრესაში, მისი და სოფია ნიჟარაძის რომანზე ალაპარაკდნენ.

წყვილს ხშირად აფიქსირებდნენ ერთად რუსეთში სხვადასხვა წვეულებებზე, ბურე სოფიას სპექტაკლების სტუმარიც იყო. წლების შემდეგ, როცა წყვილი დაშორდა, სოფიამ მასთან სასიყვარულო ურთიერთობა ფაქტიურად აღიარა.


სოფო პირადზე ძალიან იშვიათად საუბრობს. 2017 წელს იყო გამონაკლისი, როცა მან ,,პროფილში” თავისი პირადი ცხოვრების შესახებ ისაუბრა.

„მეხვეწებოდა, გამომყევი ცოლად, ყველაფერი შენთვის მინდაო, მაგრამ უარი ვუთხარი. მაშინაც იგივე სიმღერამ შემიშალა ხელი. მითხრა, არავითარ შემთხვევაში შენი სიმღერა არ მინდაო. მაშინ ძალიან პატარა ვიყავი, 19 წლის. ის იყო რუსეთში ძალიან ცნობილი ბიჭი…"

კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+