"იმდენი პირადი კითხვაა, რატომ? არაფერი ვიცი, მეც მაინტერესებს…" - რას წერს ბუდუ ზივზივაძის მამა?
ევროპის ჩემპიონატზე ჩეხეთთან მატჩში ბუდუ ზივზივაძეს ისევ არ მიეცა სათამაშო დრო, რაც გულშემატკივართა ნაწილში კითხვებს აჩენს.
ამის თაობაზე სოციალურ ქსელში წერს ფეხბურთელი მამა კახა ზივზივაძე:
"იმდენი პირადი კითხვაა, რატომ? არაფერი ვიცი, მეც მაინტერესებს…იმედია ფეხბურთის მცოდნეები იტყვიან.. წინ საქართველო!"
შეგახსენებთ, საქართველომ მეორე ტურის მატჩი ჩეხეთთან ფრედ, ანგარიშით 1:1 დაასრულა.
კომენტარები (0)