» ჯანქი » გიორგი მამარდაშვილის ცხოვრების მთავარი სიყვარული და გზა წარმატებისკენ - „სუპერმენის“კარიერა და პირადი ცხოვრება

გიორგი მამარდაშვილის ცხოვრების მთავარი სიყვარული და გზა წარმატებისკენ - „სუპერმენის“კარიერა და პირადი ცხოვრება



გიორგი მამარდაშვილის ცხოვრების მთავარი სიყვარული და გზა წარმატებისკენ - „სუპერმენის“კარიერა და პირადი ცხოვრება

ესპანეთის ლა ლიგის კლუბ „ვალენსიას“ და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი, ბიჭი რომელმაც საქართველოს ჩეხეთთან თამაშში დიდი წარმატება მოუტანა. 

22 ივლისს ამ ისტორიულ მატჩზე იგი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს, მან 11 სეივი შეასრულა და საქართველოს ნაკრების კარი არაერთი ურთულესი დარტყმისგან იხსნა.

დღეს, სწორედ ამ გმირ ბიჭის კარიერაზე და პირადზე მოგიყვებით:

კარიერა

23 წლის ქართველი ფეხბურთელი. საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარე. 2020 წელს დაასახელეს ეროვნული ლიგის საუკეთესო მეკარედ.

საფეხბურთო კარიერა დაიწყო საფეხბურთო კლუბ „გაგრას“ მოზარდთა გუნდში. 2012 წელს გადავიდა თბილისის „დინამოში“, სადაც სხვადასხვა ასაკის ახალგაზრდულ გუნდებში თამაშობდა.

2018 წლის სეზონში მთავარი გუნდის განაცხადშიც მოხვდა, თუმცა ქვეყნის პირველობის ფარგლებში გამართულ შეხვედრებში გუნდის ძირითად შემადგენლობაში არ უთამაშია.

2019 წელს „რუსთავში“ იჯარით გადავიდა. მისი დებიუტი კლუბში 2019 წლის 2 მარტს თბილისის „ლოკომოტივთან“ მატჩში შედგა. შეხვედრა თბილისელთა გამარჯვებით 4–1 დამთავრდა.

მომდევნო მატჩში, 2019 წლის 6 მარტს, რომელშიც „ვიტ ჯორჯიას“ წინააღმდეგ ითამაშა, კარის მშრალად შენახვა შეძლო და შეხვედრაც უგოლო ფრით 0–0 დამთავრდა. სეზონის დასაწყისიდანვე თავი კლუბის ძირითადი მეკარის ამპლუაში დაიმკვიდრა და 30 მატჩიდან 9 შეხვედრაში ბურთი არ გაუშვია. საიჯარო ხელშეკრულების დასრულების შემდეგ კი კლუბი დატოვა.

თბილისის „ლოკომოტივი“

2020 წლის დასაწყისში იჯარით თბილისის „ლოკომოტივში“ განაგრძო თამაში. სეზონი სათადარიგოთა სკამზე დაიწყო. მისი დებიუტი კლუბში 2020 წლის 9 ივლისს ბათუმის „დინამოსთან“ მატჩში შედგა. შეხვედრა ბათუმელთა გამარჯვებით 4–1 დამთავრდა. „ლოკომოტივის“ შემადგენლობაში პირველი „მშრალი“ მატჩი 2020 წლის 18 ივლისს „საბურთალოს“ წინააღმდეგ ითამაშა — შეხვედრა უგოლო ფრით 0–0 დამთავრდა.[6] მალევე კლუბში ძირითადი მეკარის ადგილი დაიმკვიდრა. იმავე წელს კლუბთან ერთად უეფა-ს ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდს მიაღწია, რა დროსაც თბილისელებმა პირველ ორ ტურში რუმინული „უნივერსიტატეა“ და მოსკოვის „დინამო“ დაჯაბნეს, ხოლო მესამე ტურში ესპანურ „გრანადასთან“ დამარცხდნენ. ესპანურ კლუბთან დამარცხების მიუხედავად, ქართველმა მეკარემ ესპანელი სკაუტების ყურადღება თავისი გამორჩეული თამაშით მაინც მიიპყრო.

2020 წლის დეკემბრის ბოლოს მან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისგან წლის საუკეთესო მეკარის ჯილდო მიიღო. 2021 წლის იანვარში კი უეფამ ფეხბურთელი 50 ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელის სიაში შეიყვანა. 2021 წლის დასაწყისში მან კვლავ თბილისურ კლუბში გამოსვლა განაგრძო.

„ვალენსია“

2021 წლის 7 ივნისს ერთწლიანი იჯარით და შემდგომი გამოსყიდვის შესაძლებლობით, თავდაპირველად გაგზავნილი იქნა „ვალენსიას“ სარეზერვო გუნდში, რათა იქ ევარჯიშა.

წინასასეზონო ვარჯიშზე მამარდაშვილმა ესპანური კლუბის მწვრთნელზე, ხოსე ბორდალასზე საუკეთესო შთაბეჭდილება მოახდინა, რის შემდეგაც ქართველი ფეხბურთელი მან მაშინვე მთავარ გუნდში ძირითად მეკარედ გადაიყვანა. მისი ესპანური დებიუტი 2021 წლის 13 აგვისტოს, ლა ლიგის პირველი ტურის შეხვედრაში, „ხეტაფეს“ წინააღმდეგ შედგა. მატჩი „ვალენსიას“ გამარჯვებით, ანგარიშით 1–0 დასრულდა.

2021 წლის ბოლოს „ვალენსიამ“ საბოლოოდ გამოისყიდა მამარდაშვილი და მასთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გააფორმა.

პირველი მატჩი, როგორც კლუბის სრულფასოვანმა მოთამაშემ, 2022 წლის 6 თებერვალს, „რეალ სოსიედადის“ წინააღმდეგ ჩაატარა.

თავის სადებიუტო სეზონში მან ესპანეთის პირველობის 18 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც სულ 20 გოლი გაუშვა, ხოლო 8-ჯერ კარის მშრალად შენახვა შეძლო. ტურის სიმბოლურ ნაკრებშიც რამდენჯერმე მოხვდა და მატჩის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოც მიიღო. 2022 წლის მაისში, Marca-ს ვერსიით, ფეხბურთელი ლა ლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშეთა სიმბოლურ ნაკრებშიც მოხვდა.

2023 წლის 21 მაისს ლა ლიგის 35-ე ტურში „ვალენსიამ“ მადრიდის „რეალს“ უმასპინძლა. მატჩი „ვალენსიას“ გამარჯვებით, ანგარიშით 1–0 დასრულდა. საყოველთაო შეფასებით გიორგი მამარდაშვილმა „რეალთან“ თავისი კარიერის საუკეთესო მატჩი ჩაატარა, ორივე გუნდში გამორჩეული იყო და აღიარებაც მოიპოვა. ლა ლიგამ მამარდაშვილის მიერ ვალვერდეს ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთის მოგერიება — საუკეთესოდ მიიჩნია და 35-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა. ქართველი ფეხბურთელი ზედიზედ მეორედ, იმ სეზონში კი მესამედ დაასახელეს ტურის საუკეთესო მეკარედ

2023–24 წლების სეზონში „ვალენსიას“ მაისურით ლა ლიგაში 38-დან 37 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 1 მატჩი „ბარსელონასთან“ მიღებული წითელი ბარათის გამო გამოტოვა. 37 მატჩში გიორგიმ 13-ჯერ შეძლო კარის მშრალად შენახვა და 41 ბურთი გაუშვა.

სიყვარულის ისტორია

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბის მე­კა­რემ გი­ორ­გი მა­მარ­დაშ­ვილ­მა საყ­ვა­რელ ქალს ხელი სა­ჯა­როდ გასულ წელს სთხო­ვა.

ვი­დე­ო­ში, რო­მელ­შიც ხე­ლის თხოვ­ნაა გა­და­ღე­ბუ­ლი, ჩანს, რომ გოგონა მეგობრებთან ერთად ერთ-ერთ კაფეში იმყოფება, სადაც მოულოდნელად მამარდაშვილი შემოდის, ქალს ყვავილების თაიგულს აწვდის და შემდეგ ცოლობას სთხოვს.

ფეხ­ბურ­თე­ლის ჟღალ­თმი­ა­ნი რჩე­უ­ლი ელე­ნე ეპი­ტაშ­ვი­ლია.

„ელენე არის ჩემი აღმოჩენა. სულ გვერდში მიდგას, რთულ პერიოდებში ყოველთვის მამხნევებს... ძალიან მაგარი გოგოა“, - ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში გიორგი მამარდაშვილი.

გიორგიმ ერთ-ერთ ინტერვიუში სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქორწილი ჯერ არ დაუგეგმავთ.

„ქორწილი ჯერ არ დაგვიგეგმავს, სავარაუდოდ თბილისში იქნება. ჯერ ზუსტი თარიღი არჩეული არ გვაქვს. ახლა ევროპის ჩემპიონატი გვაქვს და დრო არ არის ქორწილი რომ დავგეგმო.

მეუღლე სამი წლის წინ ინტერნეტში გავიცანი. ვალენსიაში ვიყავი და სამი თვის მერე შევხვდით ერთმანეთს. ურთიერთობა მალევე პრობლემების გარეშე აეწყო.

ფეხბურთელის ცხოვრება განსხავებულია, არ გვაქვს დრო რომ წავიდეთ და სხვა ქვეყანაში ვიმოგზაუროთ, ძირითადად სახლში ვართ ჩემს გამო, რადგან თამაშისთვის მჭირდება დასვენება. ურთიერთგაგება ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც დასვენება მჭირდება ელენე მიგებს და სახლში ვრჩებით“, – ამბობს გიორგი მამარდაშვილი.


წყარო: ​digest.ge​​​

კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+