» ჯანქი » კომაროვის მოსწავლეები, დავით კლდიაშვილი და თამარ ფეიქრიშვილი სწავლას მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში (MIT) სრული დაფინანსებით გააგრძელებენ

კომაროვის მოსწავლეები, დავით კლდიაშვილი და თამარ ფეიქრიშვილი სწავლას მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში (MIT) სრული დაფინანსებით გააგრძელებენ



კომაროვის მოსწავლეები, დავით კლდიაშვილი და თამარ ფეიქრიშვილი სწავლას მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში (MIT) სრული დაფინანსებით გააგრძელებენ



კომაროვის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები დავით კლდიაშვილი და თამარ ფეიქრიშვილი სწავლას მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში (MIT) სრული დაფინანსებით გააგრძელებენ.
ინფორმაციას სკოლა-პანსიონი კომაროვი სოციალურ ქსელში გვიზიარებს.
„დავითმა მათემატიკის, ხოლო თამარმა მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულება აირჩია.
მოგეხსენებათ, MIT მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტია მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში, მასაჩუსეტსის ინსტიტუტი ყველა რეიტინგის პირველ ათეულშია.
MIT-ში სწავლის გადასახადი 300 000$-მდე აღწევს. აღსანიშნავია, რომ 2014 წლიდან ყოველწლიურად MIT-ში კომაროვის სკოლის ერთი ან ორი კურსდამთავრებული აგრძელებს სწავლას. დავითი და თამარი MIT-ში ჩარიცხული მე-12 და მე-13 კომაროველები არიან.
თამარსა და დავითს არაერთი აკადემიური წარმატება აქვთ. არიან სხვადასხვა სასკოლო,  ეროვნული თუ საერთაშორისო ოლიმპიადებისა და ტურნირების არაერთგზის გამარჯვებულები.
დეტალური ინფორმაციის სანახავად გადადით ბმულზე: https://rb.gy/2q3vjt
კომაროვის სკოლა ულოცავს თამარსა და დავითს და მომავალშიც მრავალ წარმატებას უსურვებს!“ – აღნიშნულია სკოლის განცხადებაში.

წყარო: ​ttimes.ge​​​



კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+