» ჯანქი » 157-ე სკოლაში ჭერი ჩამოვარდა - დაშავდა დამლაგებელი

157-ე სკოლაში ჭერი ჩამოვარდა - დაშავდა დამლაგებელი



157-ე სკოლაში ჭერი ჩამოვარდა - დაშავდა დამლაგებელი
157-ე სკოლაში ჭერი ჩამოვარდა. ინციდენტი საგაკვეთილო პროცესის დროს მოხდა.  დაშავებულია სკოლის დამლაგებელი. ქალს მძიმე დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული.

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, სკოლის შენობა სარემონტოა. ირკვევა, რომ შესაბამისმა სამსახურებმა ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გაიყვანეს მოსწავლეეები შენობიდან, რათა რეაბილიტაციის პროცესი დაეწყოთ, მოგვიანებით კი მოზარდებიისთვის სკოლის კარი გახსნეს, თუმცა ვითარება არ შეცვლილა.

ინციდენტის შემდეგ სკოლა ისევ დაკეტეს, ბაშვები კი სხვადასხვა სკოლებში გადაანაწილეს. 

სკოლის მოსწავლეების მშობლები დახმარებას ითხოვენ.

შარშანდელი სამხარაულის დასკვნით, როგორც გვაქვს ინფორმაცია, რა ნაწილიც ჩამოინგრა სკოლაში, ეს იყო ყველაზე უსაფრთხო ნაწილი. ეს არის ბიბლიოთეკის მხარე, იყო ახალი გარემონტებული. სამწუხაროდ, მოხდა ფაქტი, ჭერიდან ჩამოვარდნილი ბათქაში დაეცა დამლაგებელს, ადევს 5 ნაკერი, არის ტვინის შერყევით. ამ ნაწილში ძალიან ბევრი ბავში მოძრაობს, ძალიან ბევრი იყო იმ მომენტში, პატარები, დაწყებითები, კლასიდან გამოსული, - ამბობს მშობელი.

მშბოლები ამბობენ, რომ სკოლები, სადაც მათი ბავშვები გადაანაწილებს, მოშორებითაა და მათი იქ ტარება უჭირთ. ისინი ალტერნატიული ფართის განმოყოფას ითხოვენ

მოხდეს რამე ალტერნატიული ფართის გამოყოფა, რომ ამ 1100 ბავშვის გადაყვანა მოხერხდეს იქ, რომ არ იყოს საღამოს საათებში სწავლა ად ღის საათებშ შეძლონ ბავშვებმა განათელბის მიღება, - ამბობს ერთ-ერთი მშობელი. 

წყარო: ტვ.პირველი



კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+