ანალიტიკოსი, ზურაბ ბატიაშვილი სოციალურ ქსელში თურქეთში, ტაოში არსებული უცნაური წყაროს შესახებ წერს, რომელიც თურმე ღამით ჩნდება და დილით ქრება.
„ერთი საინტერესო და უცნაური ამბავი ხდება ხოლმე ყოველდღე თურქეთში, ისტორიულ ტაოში, ოთხთას ეკლესიის მთებში - მზის ჩასვლისას ჩნდება წყარო, სადაც წყალი დილამდე მოედინება, მზის ამოსვლისას კი მოულოდნელად ქრება. და ასე მეორდება ყოველდღე.
მაღალ მთებში (3000 მ ზღვის დონიდან) ძნელად მისასვლელ ადგილას მდებარე ამ წყაროს ადგილობრივები Güngörmez Suyu-ს (ანუ "მზეუნახავ წყალს" ან "დღეუნახავ წყალს") ეძახიან.
ეს წყარო ადგილობრივების მიერ წმინდა წყლადაა მიჩნეული. ისინი აქ წელიწადში ერთხელ ადიან და ამ წყალს საკლავსაც კი სწირავენ ხოლმე. მათ მიაჩნიათ, რომ ან წყლის სიწმინდის გამო არის ჭოროხის ხეობა საცხოვრისად ვარგისი, მისი წყალობით არსებობს მცენარეულთა სახეობების სიმრავლე და ბარაქა.
ამ წყალში განბანვაც ტარდება ხოლმე. ადგილობრივებს სჯერათ, რომ ისინი ამ განბანვით ყველა ავადმყოფობისგან განიკურნებიან და მომავალშიც დაცული იქნებიან გადამდები დაავადებებისგან.
მეგრელების გენში მაღალი სიხშირით არის წარმოდგენილი დასავლეთ ევრაზიული ჰაპლოჯგუფები (H, HV, I, J, K, N1, R1, R2, T, U, and W. X2), ხოლო აღმოსავლეთ ევრაზიული ჰაპლოჯგუფების (A, C, D, F, and G) სიხშირე დაბალია.
კვლევების შედეგად ასევე დადგინდა, რომ მეგრელები გენეტიკურად შედიან სამხრეთ კავკასიის მოსახლეობის იდენტურ კლასტერში.
აღნიშნულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ მეგრელები იმ განსახლების ადგილებში, სადაც სადღეისოდ ცხოვრობენ, ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანის პერიოდიდან ცხოვრობენ, რასაც ადასტურებს საქართველოსა და სამხრეთ კავკასიის სხვა ადგილებიდან ამოღებული ბრინჯაოს ხანის დროინდელი დნმ-ის ნიმუშებთან წარმოდგენილი 485 პირის დნმ-ის ნიმუშები.
ასე, რომ ვაი-მეცნიერების თუ ძალად "ისტორიკოსების" ვარაუდები მეგრელების თანამედროვე სამეგრელოში მიგრაციისა უცხო ქვეყნებიდან, ყურით მოთრეული მითია და ქართველებს შორის შუღლის ჩამოგდების მსურველები მიზანს ვერ მიაღწევენ.
წყარო
კომენტარები (0)