59 წლის მსახიობმა – ჯორჯ კლუნიმ დაადასტურა, რომ 2013 წელს 14 უახლოეს მეგობარს, მადლიერების ნიშნად მილიონ-მილიონი დოლარი აჩუქა.
ინფორმაციას ამის შესახებ
Fox News ავრცელებს. ჯორჯის ერთ-ერთმა საუკეთესო მეგობარმა –
რანდი გერბერმამედიასთან პირველმა განაცხადა მეგობრის გულუხვი საჩუქრის შესახებ. მისი თქმით, 2013 წელს, ოსკაროსანმა მსახიობმა თავისი მეგობრები ვახშამზე დაპატიჟა და თითოეული ნაღდი ფულით სავსე ჩემოდნებით დაასაჩუქრა.
ჯორჯის განცხადებით, იმ პერიოდში მას არც ცოლი ჰყავდა, არც შვილები და არც ოჯახის შექმნას აპირებდა.
„35 წლის განმავლობაში, ეს ბიჭები სხვადასხვა გზით მეხმარებოდნენ. მე მეძინა მათ სავარძლებზე, როდესაც ღარიბი ვიყავი, მე მითხოვია მათთვის ფული, როდესაც ძალიან მჭირდებოდა. ისინი წლების განმავლობაში გვერდით მედგნენ, როდესაც დახმარება მჭირდებოდა. ვიფიქრე, რომ მათ გარეშე მე ეს ყველაფერი [ქონება] არ მექნებოდა“, – ამბობს ჯორჯ კლუნი.
2014 წელს, ცნობილმა მსახიობმა ადამიანთა უფლებების დამცველ იურისტ – ამალ
ალამუდდინზე იქორწინა.
„ვამბობდი, რომ არასდროს
დავქორწინდებოდი, რომ არ მეყოლებოდა შვილები და ვიმუშავებდი. მე მყავს კარგი მეგობრები. ჩემი ცხოვრება სრულყოფილია. ამას იქამდე ვფიქრობდი, სანამ ამალს შევხვდებოდი. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ჩემს ცხოვრებაში ყოფილა დიდი სიცარიელე. არასდროს ვყოფილვარ იმ პოზიციაზე, როცა სხვისი ცხოვრება ჩემს სიცოცხლეზე მეტად მნიშვნელოვანია”, – ამბობს ჯორჯი.
წყარო:
ttimes.ge
კომენტარები (0)