» ჯანქი » "ეს სასმელი გეხმარებათ წონის კლებაში და არეგულირებს მადას" - ცნობილი ენდოკრინოლოგის რჩევა

"ეს სასმელი გეხმარებათ წონის კლებაში და არეგულირებს მადას" - ცნობილი ენდოკრინოლოგის რჩევა



"ეს სასმელი გეხმარებათ წონის კლებაში და არეგულირებს მადას" - ცნობილი ენდოკრინოლოგის რჩევა
ცნო­ბი­ლი ენდოკრინოლოგი ნატა გა­გუა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბას შინ მოსამზადებელი სასმელის რე­ცეპტს უზი­ა­რებს, რო­მე­ლიც მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­დას არე­გუ­ლი­რებს და წონის კლებაში ეხმარება.

"სა­სის წყლის კლა­სი­კუ­რი რე­ცეპ­ტი ასე­თია: 2 ლიტრ ოთა­ხის ტემ­პე­რა­ტუ­რის სას­მელ წყალს უნდა და­ა­მა­ტოთ 1 ს.კ. გა­ხე­ხი­ლი, ფა­ფის კონ­სის­ტენ­ცი­ის ჯან­ჯა­ფი­ლი, თხლად დაჭ­რი­ლი სა­შუ­ა­ლო ზო­მის კიტ­რი და 10-12 ფო­თო­ლი პიტ­ნა, მსუ­ბუ­ქად დას­რე­სი­ლი. სას­მე­ლი უნდა მო­ამ­ზა­დოთ სა­ღა­მოს და შე­ი­ნა­ხოთ მა­ცი­ვარ­ში.არ­სე­ბობს ვა­რი­ა­ცია ლი­მო­ნი­თაც: ყვე­ლა ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლ ინ­გრე­დი­ენტს ემა­ტე­ბა დაჭ­რი­ლი ლი­მო­ნი. მომ­ზა­დე­ბა უმ­ჯო­ბე­სია სა­ღა­მოს, რად­გან დროა სა­ჭი­რო იმი­სათ­ვის, რომ ­ნა­ყე­ნი მაქ­სი­მა­ლუ­რად ეფექ­ტუ­რი იყოს.

პირ­ველ რიგ­ში, კარ­გად გა­რე­ცხეთ პრო­დუქ­ტე­ბი: ლი­მო­ნი, კიტ­რი, ჯან­ჯა­ფი­ლი და პიტ­ნა ( უმ­ჯო­ბე­სია, ყვე­ლა­ფე­რი თბილ, გამ­დი­ნა­რე წყალ­ში გა­ი­რე­ცხოს).მი­ღე­ბუ­ლი ნა­ყე­ნი მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა მი­ი­ღოთ.
სა­სის წყლის მი­ღე­ბის წე­სე­ბი: ინ­გრე­დი­ენ­ტე­ბი უნდა იყოს ახა­ლი და ხა­რის­ხი­ა­ნი. კიტრსა და ლი­მონს კა­ნი­ა­ნად ვი­ყე­ნებთ. ნუ და­ტო­ვებთ სას­მელს მზი­ან ად­გი­ლას ან სით­ბო­ში, ნუ მი­ი­ღებთ ამ სას­მე­ლის დღე­ში 2 ლიტრზე მეტს - ეს დიდი დატ­ვირ­თვა იქ­ნე­ბა თირკმე­ლე­ბის­თვის და კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტის­თვის. ერთ ჯერ­ზე მხო­ლოდ 200 მლ და­ლი­ეთ. წყლის ბოლო ულუ­ფა 17.00 სა­ა­თამ­დე მი­ი­ღეთ, და­ლე­ვის წინ შე­გიძ­ლი­ათ გა­წუ­როთ სას­მე­ლი. კარ­გი იქ­ნე­ბა, რა­ცი­ო­ნი­დან ამო­ი­ღოთ გა­ზი­ა­ნი სას­მე­ლი, ჩაი და ყავა (მათ ამ წყლით ჩა­ა­ნაც­ვლებთ).

ნუ მი­ი­ღებთ სა­სის წყალს: თუ ალერ­გი­უ­ლი ხართ მის რო­მე­ლი­მე კომ­პო­ნენტზე; გა­წუ­ხებთ გას­ტრი­ტი; ზო­გა­დად კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტი ან თირკმე­ლე­ბი. სა­სის წყა­ლი მი­ი­ღეთ 7 დღე, შემ­დეგ მი­ნი­მუმ 14 დღე" - წერს გა­გუა.

წყარო: ​mshoblebi.ge​​​

კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+