„ჩემი რეკომენდაცია: დაბეჭდეთ ლამაზი დიპლომები და გაყიდეთ პირდაპირ!“ - დემურ გიორხელიძე
ეკონომიკის ექსპერტი, დემურ გიორხელიძე სოციალურ ქსელში წერს:
„საქართველოში:
1. ჯანმრთელობის დაცვა - წმინდა წყლის ბიზნესი გახდა, მაგრამ "დაკრიშული"(კაი, ახლა! ნუ დეირცხვინე ბოშო თავი! არ იცოდი, ხო?! ვინ კრიშავს?! "იმანოს" ჰკითხე, "იმანოს"! "იმანომ" იცის ვისიცაა!)
2. განათლება - წმინდა წყლის ბიზნესი გახდა, - ამდენი უვიცი განათლების სფეროში და ამდენი დამპალი იდეოლოგიით დამპალი ადამიანი, - ეს უკვე ტრაგედიაა!
კითხვა მაქვს ვითომ "განათლების მისიტრთან" (ან, უბრალოდ, ამ ვითომ "მინისტრის" ვითომ "უფროსთან"): თუ იცით, რას ნიშნავს:
(ა) აკადემიური განათლება
(ბ) პროფესიული განათლება (კოლეჯის დონეზე) და ა.შ.
3-წლიანი სწავლება პროფესიულს მოერგება და მათ უნივერსიტეტი კი არა, სხვა სახელი მოუძებნეთ.
ბაკალავრიატი და შემდეგ მაგისტრატურა აკადემიური განათლებისთვის ისედაც მონგრეული გაქვთ და განადგურებული და ისიც არ იცით, "განათლების მთავარი მიზანი ბაზრის მოთხოვნის დაკმაყოფილება არ არის (ეს პატარა შემადგენელი ნაწილია, ძალიან პატარა!).
განათლების და მეცნიერების მიზანი - ყველაზე მნიშვნელოვან რამის - ცოდნის წარმოებაა.
რაო, არ იცით, ცოდნის წარმოება რას ნიშნავს?!
ჩემი რეკომენდაცია: დაბეჭდეთ ლამაზი დიპლომები (არ ჭირს დიზაინერი), - ჰოდა, გაყიდეთ პირდაპირ! 3-წლიანი ბაკალავრიატი, ვთქვათ 7-8 ათ დოლარი; 4-წლიანი - 9-12 ათ დოლარი. ოო, მაგისტრატურა 2-წლიანი? დაყაჭე მაყუთი! 1-წლიანი? ნაკლების დაღაჭვა და.. დიპლომი შენია!
მიდი ბიჭო გოგიაო! მაყუთს სუნი არ ასდისო!“
კომენტარები (0)