მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ლოცვას ყველა დაავადების განკურნება შეუძლია
ტომას ჯეფერსონის უნივერსიტეტის პროფესორი, ექიმი ენდრიუ ნიუბერგი ამტკიცებს, რომ ლოცვისა და მედიტაციის ძალა განუზომელია. მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის საფუძველზე ჩატარებულმა დიდმა კვლევამ აჩვენა, რომ სისტემატიური ლოცვა ტვინის იმ უჯრედებს ააქტიურებს, რომელიც უამრავი მძიმე დაავადების დამარცხებას უწყობს ხელს და მეტიც, ტვინის სტიმულირებას ახდენს.
ექიმმა ენდრიუ ნიუბერგმა კვლევაში მონაწილეობის მიღება იმ მოხუცებულებს შესთავაზა, ვისაც მეხსირებასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდათ. ის მათ ლოცვის პროცესში 8 კვირის მანძილზე, დღეში 12 წუთი აკვირდებოდა. შედეგმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა, რამაც მეცნიერს მისცა დასკვნის გაკეთების საშულება. ის ირწმუნება, რომ ტვინს აქვს სტრუქტურული ცვლილების უნარი, რაც ადასტურებს, რომ ყველა დაავადების განკურნება შესაძლებელია.
სხვა კვლევას აქვეყნებს ჟურნალი Cancer Society Cancer, რომლის მიხედვითაც ცნობილი ხდება, რომ 40 000 პაციენტიდან განსაკუთრებულად გაუმჯობესდა მათი მდგომარეობა, ვინც რეგულარულად ლოცულობდა. კვლევა ფლორიდაში, სიმსივნის კვლევით ცენტრ „მოტიფში“ ჩატარდა.
კომენტარები (0)