» ჯანქი » მცენარე, რომელიც სიკვდილის გარდა ყველაფერს კურნავს! ეს ყველამ უნდა წაიკითხოს

მცენარე, რომელიც სიკვდილის გარდა ყველაფერს კურნავს! ეს ყველამ უნდა წაიკითხოს



მცენარე, რომელიც სიკვდილის გარდა ყველაფერს კურნავს! ეს ყველამ უნდა წაიკითხოს
წინასწარმეტყველი მუჰამედი ამბობდა, რომ ამ მცენარეს შეუძლია ნებისმიერი დაავადების განკურნება, გარდა სიკვდილისა. მას ხშირად საჭმლის სანელებლად იყენებენ. კვლევებმა ცხადყო, რომ კვლიავს უამრავი სამკურნალო თვისება გააჩნია.

სილამაზისა და ჯანმრთელობის ძალა სწორედ ნატურალურ, ბუნებრივ საშუალებებშია! იგი გამოიყენება როგორც ხალხურ, ასევე ოფიციალურ მედიცინაში. მცნიერებმა კვლიავის თესლი ეგვიპტის ფარაონ, ტუტანხამონის საფლავშიც კი აღმოაჩინეს.
თანამედროვე მეცნიერებმა აქტიურად დაიწყეს მისი თვისებების შესწავლა. 1964 წელს უკვე არსებობდა 485 სამეცნიერო კვლევა, სადაც აღწერილი, იყო თუ რა დადებითი ზეგავლენა აქვს ამ მცენარეს ადამიანის ორგანიზმზე. შავი კვლიავის თესლი ეფექტურად მკურნალობს კუჭ-ნაწლავის პრობლემებს, მეტეორიზმსა და დისპეფიას. მისი თესლი აძლიერებს იმუნიტეტს, ხსნის თავის ტკივილს, გამოდევნის თირკმელსა და ნაღვლის ბუშტში არსებულ კენჭებს, ანადგურებს ვირუსებსა და პარაზიტებს, ხსნის რევმატიულ ტკივილებს. იგი ასევე აუმჯობესებს მეხსიერებას. ამისთვის 3 გრ კვლიავის თესლს ჩაის ჭიქა თაფლში ურევენ და ისე მიირთმევენ.
კვლიავის თესლი ყველაზე ეფექტურად გამოიყენება შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ:

ეპილეფსია- 2007 წელს ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ წყალნარევი კვლიავის თესლის ექსტრაქტი ეფეტქურად ამცირებს კრუნჩხვებს;
ნარკომანიის დროს- ოპიოიდური დამოკიდებულების დროს, კვლიავის თესლი ამცირებს უარყოფით პროცესებს;
შაქრიანი დიაბეტის მე-2 ტიპი: 2 გრამი კვლიავის თესლის დილით, უზმოზე მიღება სისხლში გლუკოზის დონეს არეგულირებს;
მწვავე ტონზილიტი და ფარინგიტი- ყელის ჩირქოვანი და ინფექციური დაავადებების დროს, ეფექტურია კვლიავის თესლის კაფსულების მიღება;
ჰელიკობაქტერია პილორით იფიცირებისას– იგი ეფექტურად ებრძვის ამ ბაქტერია, რომელიც აზიანებს ნაწლავებს და შესაძლოა წყლულის მიზეზიც კი გახდეს;
ჰიპერტენზიის (მაღალი არტერიული წნევის) დროს– კვლიავის თესლის 100-200 გრ ზეთს სვამენ დღეში 2-ჯერ, რაც არტერიული წნევის რეგულირებას უზრნულველყოფს.
ასთმა- კვლევებმა ცხადყო, რომ იგი ასთმურში შეტევის დროს სასუნთ გზებს ხსნის და სუნთქვას არეგულირებს;
ჩირქოვანი დაავადებები, ოქროსფერი სტაფილოკოკი– იგი ანადგურებს მავნე ბაქტერიებს და ხელს უწყობს ჯანსაღი უჯრედებისა და ბაქტერიების განვითარებას. გამოდევნის ორგანიზმში დაგროვილს ჩირქსა და წიდებს;
მსხვილი ნაწლავის კიბო- მეცნიერულმა კვლევებმა ცხადყო, რომ კვლიავის თესლი ხელს უშლის სიმსივნური უჯრედების განვითარებასა და ზრდას.
კვლიავის თესლი შეიცავს ძლიერ ანტიოქსიდანტებსა და ფლავანოიდებს. იგი აძლიერებს იმუნიტეტს, ხელს უწყობს თმის ზრდას, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დრონეს, აქვს ნაღვლმდენი ეფექტი. თუ დღის განმავლობაში 1 სუფრის კოვზ კვლიავის ზეთს დალევთ, ბევრ პრობლემას მოიგვარებთ და იმუნიტეტს გაიძლიერებთ.

კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+