» ჯანქი » ,,სამ დღეში მზადაა” – პომიდვრის მწნილის რეცეპტი მანანა მაისურაძისგან

,,სამ დღეში მზადაა” – პომიდვრის მწნილის რეცეპტი მანანა მაისურაძისგან



,,სამ დღეში მზადაა” – პომიდვრის მწნილის რეცეპტი მანანა მაისურაძისგან
ქალბატონი მანანა მაისურაძე, რომელმაც გადაცემაში ,,ვის უნდა 20 ათასი” გაიმარჯვა და 20 ათასი ლარი მოიგო, შესანიშნავი კულინარიც გახლავთ. ამჯერად ის პომიდვრის მწნილის სახელდახელო რეცეპტს გვიზიარებს. როგორც წერს, იმავე მეთოდით აკეთებს კიტრის მწნილსაც.

,,სახელდახელო მწნილის რეცეპტი მონდომებული დიასახლისებისთვის.

სამლიტრიანი მინის ქილა გაავსეთ წვრილი პომიდვრებით, ჩააყოლეთ კამა, ქინძი, დაფნის ფოთოლი, ალუბლის ფოთლები, ხრენი , ბაჰარისა და შავი წიწაკის მარცვლები, მწარე წიწაკა, ნიორი, შაქარი, მარილი (სამი გადალესილი სუფრის კოვზი), ცოტა ძმარმჟავა. დაასხით წყალი, მაშინვე გადმოასხით, ქვაბში  წამოადუღეთ და ცხელი დაასხით. სამ დღეში მზადაა”.

კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+