» ჯანქი » დაამზადეთ ძალიან მარტივად ეკოლოგიურად სუფთა მაიონეზი თქვენი ხელით

დაამზადეთ ძალიან მარტივად ეკოლოგიურად სუფთა მაიონეზი თქვენი ხელით



დაამზადეთ ძალიან მარტივად ეკოლოგიურად სუფთა მაიონეზი თქვენი ხელით
ამზადებთ რამეს და დაგჭირდათ უცებ მაიონეზი???
გამოაღეთ მაცივარი და არ აღმოგაჩნდათ?
მაღაზიაც დაკეტილია?

იხილეთ  ეკოლოგიურად სუფთა და რაც მთავარია თქვენი ხელით მომზადებულ  მაიონეზს რეცეპტი.

ინგრედიენტები 

ერთი ცალი კვერცხი (ცილიან გულიანად)
ნახევარი ჩაის კოვზი მარილი, ან ცოტა ნაკლები
ერთი ჩაის კოვზი შაქარი
ერთი სუფრის კოვზი ლიმონის წვენი, ცოტა მეტიც შეგიძლიათ დაამატოთ
1.5 ჩაის კოვზი მდოგვი, თუ არ გაქვთ არც ეგაა ტრაგედია, ნუ დაამატებთ.
300 მლ. სიმინდის ან მზესუმზირის ზეთი. ზეითუნის არა

მომზადება

თქვენ დაგჭირდებათ ხელის ბლენდერი

ჭურჭელი სადაც მოამზადებთ მაიონეზს მჭიდრო კავშირში უნდა იყოს ბლენდერთან, ანუ ადგილი უნდა იყოს ნაკლები, ვიწრო და მაღალი პლასმასის ჭურჭელი გამოიყენეთ.

კვერცხს დაამატეთ მარილი, შაქარი, ლიმონის წვენი, მდოგვი და დაიწყეთ გათქვეფა, 10 წამის შემდეგ ნელ ნელა წვრილ ზოლად ჩაამატეთ ზეთი, ისე რომ თქვეფა არ შეაჩეროთ. შესქელდება მასა და მაიონეზიც მზად გექნებათ.

ასე რომ  ასე მარტივია საკუთარი ხელით მაიონეზის დამზადება

კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+