» ჯანქი » 5 რამ, რაც სექსის შემდეგ არ უნდა გააკეთოთ

5 რამ, რაც სექსის შემდეგ არ უნდა გააკეთოთ



5 რამ, რაც სექსის შემდეგ არ უნდა გააკეთოთ
  1. არ ჩაიცვათ მჭიდროხელოვნური ქსოვილის თეთრეული

სექსის შემდეგ სხეულის ტემპერატურა იმატებს და ჭარბი ოფლი გამოიყოფა. ამიტომ, ნუ ჩაიცვამთ ნეილონის ან სინთეტიკურ თეთრეულს - ეს კანს გააღიზიანებს! უფრო მეტიც, ხელოვნური ქსოვილი, ვაგინალურ სეკრეტთან კონტაქტის შემდეგ,
შესაძლოა ქავილის და გაღიზიანების გამომწვევი მიზეზი გახდეს. რეკომენდებულია, რომ სექსუალური აქტის შემდეგ, ყოველთვის ბამბის რბილი ქსოვილი აირჩიოთ.
  1. არ გამოიყენოთ ინტიმური გელი

სექსის შემდეგ, აუცილებელია გენიტალიების დაბანა, თუმცა, დაივიწყეთ ინტიმური გელი, შხაპის გელი ან საპონი. მიზეზი ისაა, რომ სექსუალური აქტის შემდეგ, კანი ძალიან მგრძნობიარე ხდება, პარფიუმითა და პარაბენებით გამდიდრებული დასაბანი საშუალება კი, კანს მხოლოდ აღიზიანებს. დაიმახსორეთ, სექსის შემდეგ, მხოლოდ თბილი წყალიც საკმარისია. 

  1. არ გამოიყენოთ ინტიმური სველი ხელსახოცები

როგორც ზემოთ ვისაუბრეთ, სექსის შემდეგ, კანი კიდევ უფრო მგრძნობიარე ხდება. ამიტომ, უხეში, სურნელოვანი ქსოვილის გამოყენება, საშინელი იდეაა - ის კანის გაღიზიანების და გამონაყარის რისკებს ზრდის.
  1. დაიბანე ხელები

მოდით, ვისაუბროთ გულწრფელად - თქვენ პარტნიორის სასქესო ორგანოს შეეხეთ. ამიტომ მნიშვნელოვანია ხელების დაბანა და ბაქტერიების გავრცელების შეჩერება. დაიმახსორეთ, ეს მარტივი აქტივობა, ბაქტერიული ინფექციებისგან გადაგარჩენთ.
  1. მოერიდეთ ცხელსურნელოვან აბაზანას

დიახ, სექსის შემდეგ ცხელი აბაზანაში ნებივრობა ძალიან რომანტიკული იდეაა, მაგრამ, ინფექციების გავრცელების რისკებს ზრდის. მუდამ გახსოვდეთ, რომ მაღალი ტემპერატურა, ბაქტერიების გავრცელების საუკეთესო გარემოა!

კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+