» ჯანქი » "ჩემმა მეუღლემ პე&&სი გაიდიდა, იმისთვის,რომ დავესაჯე”- ოჯახური ძალადობის ნამდვილი ისტორია

"ჩემმა მეუღლემ პე&&სი გაიდიდა, იმისთვის,რომ დავესაჯე”- ოჯახური ძალადობის ნამდვილი ისტორია



"ჩემმა მეუღლემ პე&&სი გაიდიდა, იმისთვის,რომ დავესაჯე”- ოჯახური ძალადობის ნამდვილი ისტორია
 ქალისა, რომლის ქმარმაც არ აპატია მასზე ბევრად მეტი პარტნიორის ყოლა. როგორ გაიდიდა პენისი და დაანგრია ოჯახი, რომელსაც სავალალო შედეგები მოჰყვა.


ჩვენ შეხვედრები ახალი დაწყებული გვქონდა, როდესაც ბლეიკმა მკითხა, თუ რამდენი სექსუალური პარტნიორი მყავდა. მადლიერების დღე იყო, ერთად გავატარეთ საღამო: ვახშამი მოვამზადეთ და ფილმის საყურებლად მოვემზადეთ. შესანიშნავი დღესასწაული იყო: დივანზე წამოვწექით, ფეხები ერთმანეთში გადავხლართეთ, კარგად დანაყრებული, კმაყოფილი, თავს ბედნიერად, აღზნებულად და შეცბუნებულად ვგრძნობდი - ემოციების კოქტეილი, რომელიც ახალ ურთიერთობას თან ახლავს. ბლეიკი მიმზიდველი, ინტელექტუალური, შემოქმედებითი ადამიანი მეჩვენა და მარტივად წარმოვიდგინე თავი მის გვერდით. ასე რომ, მის კითხვაზე პასუხი მოკლედ გავეცი, მხოლოდ რიცხვი დავუსახელე.


ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ჩემი ბოიფრენდის სექს ისტორიას უფრო ნაკლები ფურცელი ექნებოდა, ვიდრე ჩემსას. მაგრამ ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა! მან ახალგაზრდობის უმეტესი ნაწილი მონოგამურ ურთიერთობებში გაატარა და მე კი არაფერს ვიკლებდი. თუმცა ბლეიკმა სხვაგვარად დაინახა სიტუაცია. მისი აზრით“ ჩემს შემთხვევაში საყვარლების რაოდენობა საკმაოდ ბევრი იყო.


ქორწილის წინა დღეს ბლეიკი დაჟინებით მთხოვდა, რომ შემედარებინა მისი და ჩემს უწინდელ მამაკაცების პენისი. მაშინ უკვე ერთი წლის განმავლობაში ვიყავით ერთად და ის მუდმივად მეკითხებოდა ჩემი წარსული სექსუალური ცხოვრების შესახებ. მაგრამ ამჯერად მან მიმიწყვდია კუთხეში და მიყვირა, რომ სიმართლე მეთქვა მისი ასოს ზომის შესახებ, თითქოს ჩემი გამოცდილებით პენისების ექსპერტი ვიყავი.

არ მეშვებოდა, შევშინდი . ბოლოს გამომტეხა და ვუთხარი, რომ ჩემი აზრით, მისი პენისი სადღაც საშუალოზე ოდნავ პატარაა. ეს იყო ერთ – ერთი მათგანი, რაც არ უნდა თქვა, რაც არ უნდა მოხდეს, მაგრამ ბლეიკმა უბრალოდ მაიძულა მეთქვა ეს. მან არამარტო დაარღვია, არამედ მთლიანად წაშალა ჩემი პირადი საზღვრები. .

მეორე დღეს ხელი მოვაწერეთ. სავაჭრო ცენტრში ვიყიდეთ ყველაზე გავრცელებული საქორწილო ბეჭდები. ვარდისფერ მაქმანებიანი თეთრი კაბა მეცვა, რომელიც კარადაში ვიპოვე. მთელი ცერემონიის განმავლობაში ვტიროდი და მუცელი საშინლად მტკიოდა. გულის სიღრმეში ვიცოდი, რომ ქორწინება არ გადაჭრით ჩვენს პრობლემებს.

რამდენიმე დღის შემდეგ ბლეიკი პენისის გადიდების იდეამ შეიპყრო. იმ დღემდე წარმოდგენა არ მქონდა, რომ ეს შესაძლებელი იყო. მაგრამ ჩემმა მეუღლე უკვე სერიოზულად ემზადებოდა - ის საათობით იჯდა ფორუმებზე, სადაც მასავით არასრულფასოვნების გრძნობით შეპყრობილი მამაკაცები ერთმანეთს უზიარებდნენ, როგორ გაემტკიცებინათ კაცური ღირსება.ბლეიკმა რაღაც კლინიკა ნახა მექსიკაში



ვევედრებოდი, რომ არ გაეკეთებინა ეს. -"მომწონხარ ისეთი, როგორიც ხარ, "-ვარწმუნებდი, ვუმტკიცებდი, რომ არ სჭირდებოდ ამას უფორ დიდი ზომის პენისი და ეს იყო სრული სიმართლე: მე ვერასდროს ვხედავდი კავშირს პენისის ზომასა და სექსის ხარისხს შორის. მე არასდროს შევხედრივარ ვინმეს იმის გამო, რომ მას აქვს დიდი პენისი და არავის დავშორებულვარ „არასაკმარისი აღჭურვილობის“ გამო. აღარაფერს ვამბობ იმ ფაქტზე, რომ მაქვს ქრონიკული ტკივილები, რომლებიც დისკომფორტს იწვევს სექსის დროს. და თუ ბლეიკი შეცვლის პენისის ზომას, ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ჩვენს სექსუალურ ცხოვრებაზე."

მაგრამ ის კატეგორიული იყო. თქვა, რომ ჩემთვის აკეთებს ამას ! როგორც გაირკვა მან ბოლო რამდენიმე წლის მიმოწერა ამოქექა და მტკიცებულებად მანახა ჩემს ძველ საყვარლებთან მიმოწერა, თითქოსდა ყოფილ საყვარლებს მათი მამაკაცურ ღირსებას ვუქებდი, არა და მსგავსი რამ არასდროს მითქვამს. ეს იყო კიდევ ერთი შეურაცხყოფა.

იგი ამბობდა, რომ თითქოს ეს მე მინდა.

მაგრამ სანამ ვფიქრობდი, როგორ ჩამენერგა მასში სექსუალურობის სიმტკიცე, ბლეიკმა დრო არ დაკარგა და ჩემი დამცირებას შეუდგა. მან მითხრა, რომ მეგობრებს დაუსახელა ჩემი საყვარლების რაოდენობა და მათ ჰკითხეს, ხომ არ მაქვს ემოციური პრობლემები. მან აგრეთვე მაჩვენა სექსპარტნიორების საშუალო მონაცემების ცხრილი, იმის დასამტკიცებლად, რომ მე სინამდვილეში ბოზი ვარ.

ბლეიკმა მაინც თავისი გაიტანა, ორჯერ გაემგზავრა მექსიკაში ოპერაციაზე, სახლში დაბრუნებული უფლებას არ მაძლევდა, მისთვის მომეარა, აბაზანაში დიდი ხნით იკეტებოდა, შემდეგ ვნახულობდი დასისხლიანებულ ბინტებს...დღემდე არ ვიცი, ზუსტად რა ოპერაცია და როგორიოპერაცია გადაიტანა, ერთი რამ კი ფაქტია, მისმა პენისმა ზომაში მოიმატა, ეს თვალშისაცემი იყო ერექციის გარეშეც.


მაგრამ ამან, განუწყვეტელ ძალადობასთან ერთად, გაანადგურა ჩვენი ქორწინება.
ტკივილების გამო, თითქმის მუდმივად განვიცდიდი დისკომფორტს სექსის დროს. ექიმებთან დიდ დროს ვატარებდი და ვცდილობდი ჩემი სიმპტომების განკურნებას. ბლეიკი ცალკე დივანზე იძიებდა და მე მადანაშაულებოდა, რომ მის სექსუალურ მოთხოვნებს არ ვაკმაყოფილებდი. განსაკუთრებით, მისივე თქმით, იმის გათვალისწინებით, თუ რამდენი სექსი მქონდა მანამდე. თითქოსდა სექსი იყო ისეთი რამ, რომელიც ვალად უნდა დამებრუნებინა მისთვის.


რამდენჯერმე ვცადე ჩვენი ურთიერთობის დასრულება, მაგრამ ბლეიკი თავის მოკვლით იმუქრებოდა, ის ყოველ ჯერზე მიმართავდა მუქარას და ამან შედეგი გამოიღო. მისი კონტროლი და ძალადობის დონე უფრო გაიზარდა. რამდენიმე წლის შემდეგ მან მიყვირა, მაგიდა ამომიტრიალა, ხელი მომიჭირა და კედელთან მიმაყენა.
ჩვენს ბოლო ჩხუბში მან ხელი პირზე ამაფარა, რომ ვერავინ გაეგონა ჩემი ყვირილი და უცებ მოულოდნელად მივხვდი, რომ ის ჩემს ცემას აპირებდა.

ბოლოს როგორც იქნა თავს მოვერიე და განქორწინებაზე განაცხადი შევიტანე.

ჩემი ცხოვრება წარმოუდგენელი სიჩქარით გაუმჯობესდა, მაგრამ ემოციური და იურიდიული განცალკევების პროცესი, ფსიქოლოგიური ტრავმის მოშორება გაცილებით მეტხანს გაგრძელდება. მოხარული ვარ, რომ გვირაბის ბოლოს შუქს ვხედავ და ჰაერზე გამოვდივარ.

კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+