მეცნიერების მორიგი აღმოჩენა : ქალები დიდი დუნდულებით უფრო ჯანმრთელები და ჭკვიანები არიან
ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ დიდი დუნდულების მქონე ქალები ქრონიკული დაავადებების მიმართ ნაკლებ მგრძნობიარენი და გაცილებით უფრო ჭკვიანები არიან.
როგორც ირკვევა, დიდი უკანალი არა მარტო მამაკაცების აღტაცების ობიექტია, არამედ ის დიაბეტისა და მთელი რიგი გულის დაავადებების განვითარების რისკს ამცირებს. კვლევამ, რომელშიც მონაწილეობა 16 000-ზე მეტმა ქალმა მიიღო, აჩვენა რომ ფუმფულა ფორმების მქონე ქალბატონებს ქოლესტერინის გაცილებით დაბალი დონე აქვთ, ხოლო ჰორმონები, რომლებიც შაქრის გადამუშავებაზე არიან პასუხიმსგებელნი გაცილებით უკეთ ფუნქციონირებენ.
image
შედეგებმა ასევე ისიც აჩვენა, რომ ფართოთეძოიან ქალებს უფრო ჭკვიანი შვილები უჩნდებათ, რაც დუნდულოებში ომეგა -3 ცხიმების დაგროვებით არის განპირობებული, რომელიც ასევე ტვინის განვითარებას უწყობს ხელს.
ABC- ს ანგარიშიდან:
პროფესორმა კონსტანტინოს მანოლოპულოსმა, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფს ხელმძღვანელობს, განაცხადა რომ ქალებს ჩვეულებრივზე უფრო დიდი დუნდულებით ორგანიზმში დაბალი ქოლესტერინისა და გლუკოზის დონე აღენიშნებათ.
დიდი დუნდულების მქონე ქალებს სისხლში ჰორმონ ლეპტინის მაღალი შემცველობაც აქვთ, რომელიც წონას არეგულირებს, და ასევე ჰორმონი დინოპექტინი, რომელიც ხელს უშლის როგორც კუჭისა და სისხლძარღვების დაავადებების წარმოქმნას, ასევე დიაბეტის განვითარებასაც.
კანქვეშა ცხიმი დუნდულებში ცხიმის ნაწილაკებს აკავებს, რითიც გულის დიდი ხნით ჯანმრთელ მდგომარეობაში შენარჩუნებას უწყობს ხელს.
პიცბურგისა და კალიფორნიის უნივერსიტეტებში ჩატარებულმა ბოლოდროინდელმა კვლევებმა ცხადყო, რომ ფართოთეძოიან ქალებს სიცოცხლის ხანგრძლივობის მაღალი მაჩვენებელი აქვთ.
გამოდის, რომ გოგონები, რომლებიც დუნდულების ვარჯიშებს სისტემატურად აკეთებენ და ცდილობენ ფორმებით კიმ კარდაშიანს დაემსგავსონ, ამას ჯანმრთელობის მიზნით აკეთებენ.
წყარო : Intermedia.ge
კომენტარები (0)