კიევმა ღამით უპილოტო საფრენი აპარატებით კრემლზე დარტყმის განხორციელება სცადა, – ამის შესახებ რუსული მედია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაზე დაყრდნობით
იუწყება.
კრემლის ცნობით, ორი დრონი კრემლზე იყო დამიზნებული, სამხედროებისა და სპეცსამსახურების მიერ განხორციელებული დროული ქმედებების შედეგად კი, უპილოტო საფრენი აპარატები მწყობრიდან იქნა გამოყვანილი.
როგორც რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, თავდასხმის შედეგად, ვლადიმერ პუტინი არ დაშავებულა, მისი სამუშაო გრაფიკი კი არ შეცვლილა. კრემლის ტერიტორიაზე უპილოტო საფრენი აპარატების ჩამოვარდნის შედეგად არავინ დაშავებულა.
კრემლში აღნიშნულ ქმედებებს დაგეგმილ ტერორისტულ აქციად და 9 მაისის აღლუმის წინ რუსეთის პრეზიდენტზე თავდასხმად აფასებენ.
„რუსული მხარე იტოვებს უფლებას, მიიღოს საპასუხო ზომები იქ, მაშინ, სადაც და როცა ჩათვლის საჭიროდ“, – ნათქვამია კრემლის განცხადებაში.
წყარო:
1tv.ge
კომენტარები (0)