» ჯანქი » "ქმარს ვღალატომ და რქებს ვადგამ, არადა სიყვარულით გავთხოვდი, ახლა კი...... "

"ქმარს ვღალატომ და რქებს ვადგამ, არადა სიყვარულით გავთხოვდი, ახლა კი...... "



"ქმარს ვღალატომ და რქებს ვადგამ, არადა სიყვარულით გავთხოვდი, ახლა კი...... "
ვერასოდეს ვიფიქრებდი, თუ მსგავს საქციელს ჩავიდენდი, მაგრამ ცხოვრებამ ბევრი რამ მასწავლა, მათ შორის, ის რომ ქალი ვარ, უნდა ვიყო ბედნიერი და არა ქმრის მონა, რომელიც საერთოდ არ ფიქრობს იმაზე, რა მიხარია, რა მწყინს და რა მინდა. არადა, სიყვარულით გავთხოვდი. ორივეს სიგიჟემდე გვიყვარდა ერთმანეთი და როგორც კი ხელი მოვაწერეთ და თანაცხოვრება დავიწყეთ, ყველაფერი შეიცვალა. ერთ ჭერქვეშ ცხოვრებამ მისი რეალური სახე დამანახვა.

თურმე, სულაც არ ყოფილა ის რომანტიკული და მოსიყვარულე ბიჭი, რომელიც შეყვარებულობის პერიოდში მყავდა გვერდით.

ვერ გეტყვით, რის გამო მოხდა მისი ასეთი ტრანსფორმაცია, რადგან მე მისთვის არაფერი დამიკლია – არც სიყვარული, არც ყურადღება და ცოლის მოვალეობასაც ზედმიწევნით კარგად ვასრულებდი. დამიჯერეთ, მრცხვენია, რასაც ჩავდივარ, თუმცა, არ ვნანობ. უფრო სწორად, მრცხვენია შვილებთან, რომ მათ მამას ვღალატობ და არ ვნანობ, რადგან ამით სიამოვნებას ვიღებ. ერთი სიტყვით, მე და ჩემი მეუღლე ისე გავუცხოვდით, ასე მეგონა, სახლში მეზობლის კაცი დადიოდა და არა ჩემი მეორე ნახევარი. დილით სამსახურში მიდიოდა, გვიან ბრუნდებოდა, ჭამდა, იბანავებდა, დაიძინებდა. დილით ისევ დგებოდა, ისაუზმებდა, მიდიოდა სამსახურში, ბრუნდებოდა, ჭამდა, დაიძინებდა... მასთან ურთიერთობა შეუძლებელი იყო. ასე ცხოვრება კი გაუსაძლისი გახდა. მართალია, ხელფასს როგორც კი აიღებდა, მაძლევდა, მაგრამ მხოლოდ ფული ხომ არ არის? ერთი პერიოდი ვიფიქრე, იქნებ საყვარელი ჰყავს-მეთქი, მაგრამ ნამდვილად ვერაფერი გავარკვიე. ცილს ვერ დავწამებ, რაც ჩემი თვალით არ მინახავს, იმას ვერ დავაბრალებ. ბევრი რომ არ გავაგრძელო, გადიოდა დღეები, წლები და მის მიმართ სიყვარულიც გამინელდა და გრძნობებიც.



შვილებიც წამოიზარდნენ და თავისი გზა ნახეს. ყველა დაკავებულია, მხოლოდ მე დავრჩი სახლის მოსამსახურე – დილით მათი გასტუმრება, სახლის ლაგება, რეცხვა-ხეხვა, საღამოს მათი გამოკვება და სხვა არაფერი. ერთ დღესაც, როცა ყველა გაიკრიფა და სახლში მარტო დავრჩი, დავჯექი და დავფიქრდი. სიმართლე გითხრათ, შემეცოდა ჩემი თავი. არც იმ ასაკში ვარ, თავი ადრე დავიბერო და თუმცა სიბერემდეც ბევრი აღარ დამრჩა. ახლა მინდა სიცოცხლით ტკბობა, სიყვარული და ალერსი. ერთადერთი, ჩემი გულის მესაიდუმლე, ჩემი ყოფილი თანაკურსელი ლენაა, რომელთანაც წავედი და ჩემ განცდების შესახებ მოვუყევი. თავად ქმარს გაშორებულია, საყვარელი ჰყავს და ხშირად მეუბნებოდა: კიდევ კარგი, არ დავიტანჯე თავი და ქმარს დროულად გამოვასწარი, ისე „დამაჩმორებდა“ და დამაბერებდა, სამ წელიწადში, ვეღარც მიცნობდიო. ერთადერთი ადამიანია, ვისთანაც ყველაფრის მოყოლა შემიძლია და ვიცი, არ გამთქვამს, მომისმენს და ჩემს ამბავს გულთან მიიტანს. მოკლედ, ყველაფერი მოვუყევი და მითხრა: მართლა მეცოდები, მაგრამ შენი გადასაწყვეტია, ვერაფერს გირჩევ. მე ჩემი საყვარელი ადამიანი გვერდით მყავს, თავს ნამდვილ ქალად ვგრძნობ, არც სიყვარული მაკლია, არც სითბო, არც გვერდით დგომა და არც სექსი. ყველამ რომ ზურგი მაქცია, ეს ადამიანი დამიდგა გვერდით. დაფიქრდი, თუ გიღირს ეგეთი ქმრის გვერდით ცხოვრება, იყავი, თუ არა და, შენი გზა მონახე, სანამ ასაკში არ შესულხარ, თორემ მერე აღარავინ შემოგხედავსო. დავბრუნდი სახლში და ვიფიქრე. გადავწყვიტე, შემეცვალა ჩემი ცხოვრება და ასეც მოვიქეცი. დღეს ლენას საყვარლის ძმაკაცის საყვარელი ვარ. ამას ვერც ჩემი ქმარი ხვდება და ვერც შვილები. მათ არაფერს ვაკლებ. უბრალოდ, ამ მამაკაცთან კი ნამდვილ ქალად ვიგრძენი თავი. დიახ, სექსუალური ცხოვრება ქალისთვის აუცილებელია და მეც მინდა. დიახ, ქალი ვარ და მსიამოვნებს მამაკაცისგან განებივრება. დიახ, მიხარია, როცა ვიღაც მეალერსება, მეფერება და თბილ სიტყვებს მეუბნება. ეს სათაკილოა? კი ბატონო, ქმარს ვღალატობ და რქებს ვადგამ, მაგრამ ეს არც მიფიქრია, თავად მაიძულა. ნამდვილად არ ვნანობ და ვთვლი, რომ ბედნიერებას მეც ვიმსახურებ. ქმართან გაშორება კი იმის გამო არ მინდა, რომ ხალხის სალაპარაკო არ გავხდე და შვილებს ტრავმა არ მივაყენო. სადამდეც შევძლებ, დავმალავ, რომ საყვარელი მყავს.

ქეთი, 46 წლის.



წყარო : თბილისელები

კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+