წყვილი სექსის დროს აივნიდან გადმოვარდა
ლონდონში სასიკვდილოდ დაიმტვრა 19 წლის რუსი გოგონა ანასტასია ტუტიკი და 18 წლის მექსიკელი ახალგაზრდა კაცი მიგელ რამოსი.მათ პრესტიჟულ საცხოვრებელ კომპლექს Knight's Tower-ის აივანზე სექსუალური აქტის განხორციელება დააპირეს.
სამსონ უგუნტაიო, რომელიც მეზობელ კორპუსში ცხოვრობდა ამ დროს აივანზე იყო გამოსული და შეამჩნია, საღამოხანს, შუა ქეიფის დროს, როგორ გამოვიდა წყვილი აივანზე. "ისინი ცდილობდნენ აივანზე სექსით დაკავებულიყვნენ, ბიჭმა შემოსვა გოგონა აივნის მოაჯირზე და ასე გაიმეორა რამდენჯერმე..ბოლოს რაც მოხდა დიდხანს ვერ დავივიწყებ ..დავინახე როგორ გადმოფრინდა ორივე მეხუთე სართულიდან..მე მთელი ძალით დავიყვირე."
ახალგაზრდები 18 მეტრის სიმაღლიდან გადმოცვივდნენ.მეორე სართულზე მცხოვრებმა ქალმა გაიგო ქალის კივილი და ძლიერი დახეთქების ხმა.ოგუნტაიო მაშინვე ძირს ჩავიდა, თუმცა ორივე მოზარდი ადგილზე გარდაცვლილი დახვდა.
როგორ მიგელის თანაკურსელმა განაცხადა, მექსიკელი ახალგაზრდა ერთი კვირის ჩამოსული იყო ლონდონში, იგი ინგლისურ ენა სწავლობდა Embassy College-ში.მისივე თქმით ანა ტუტიკი იმ საღამოს გაიცნო, გოგონა Bellerbys College–ის სტუდენტი იყო.
კომენტარები (0)