» ჯანქი » ადგილობრივები აბულინგებდნენ, დანებს ყიდდა ბაზარში...სასმელიც შეუსხამთ სახეში - რას ამბობს ჟურნალისტი ნოდარ ათუაშვილზე?

ადგილობრივები აბულინგებდნენ, დანებს ყიდდა ბაზარში...სასმელიც შეუსხამთ სახეში - რას ამბობს ჟურნალისტი ნოდარ ათუაშვილზე?



ადგილობრივები აბულინგებდნენ, დანებს ყიდდა ბაზარში...სასმელიც შეუსხამთ სახეში - რას ამბობს ჟურნალისტი ნოდარ ათუაშვილზე?
ამოუკიდებელი ჟურნალისტი, ზაირა მიქატაძე აცხადებს, რომ ყოფილი სამხედრო, რომელმაც საგარეჯოში თავდასხმა განახორციელა, ადგილობრივების მხრიდან სისტემატური ჩაგბრის მსხვერპლი იყო. ამის შესახებ ჟურნალისტმა „პრაიმტაიმს“ განუცხადა.

მისივე თქმით, ვიდრე ნოდარ ათუაშვილი ახალგაზრდა ბიჭებს გაიმეტებდა სასიკვდილოდ, მან რამდენჯერმე ყოფილი ცოლის საცხოვრებელი კორპუსისკენ ისროლა.

„დამიკავშირდნენ ადგილობრივები, მომიყვნენ, რომ ჩაგვრას, ბულინგს, აგდებას ჰქონდა სისტემატური ხასიათი. ეს არ იყო ერთი-ორი ღამის უთანხმოების ამბავი, აბუჩად იგდებდნენ. ათუაშვილი დანებს აკეთებდა და ბაზარში ყიდდა, წინა დღეებში სიგარეტი მოუთხოვიათ მისთვის, მას უთქვამს რომ არ ჰქონდა. რაზედაც ასე მიუძახებიათ „რაო სიგარეტის ფულიც არ გაქვს შე, ჩმოროო?“ რა თქმა უნდა, პრეტენზია ექნებოდა მეომარ კაცს ამაზე, ენერგეტიკული სასმელი შეუსხამთ სახეში... “, - გვიყვება ზაირა მიქატაძე.

 წყარო: ​tia.ge​​​

კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+