"უფულო და უპატრონო კაცის სუნი არ მოეწონათ და ამას არ ვუმკურნალებთო..." - დეზერტირების ბაზრის ტრაგედია, სადაც სასწრაფომ მამაკაცი ღია ცის ქვეშ
დეზერტირების ბაზართან 60 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ადგილობრივების თქმით, იგი აფხაზეთიდან იყო დევნილი, სახლი არ ჰქონდა, ქირის გადახდის საშუალებაც არ გააჩნდა. მათი თქმით, როცა მიწაზე დავარდნილი მამაკაცი იპოვეს, სასწრაფოს დაურეკეს, თუმცა, მან ერთ საათში უკან მიაბრუნა მამაკაცი და ღია ცის ქვეშ დაყოვა. ჟურნალისტი, თამო კეშელავა უბედურ შემთხვევაზე სოციალურ ქსელში წერს:
"აფხაზეთიდან დევნილს სახლ-კარი რომ არ ჰქონდა, მერე ფული რომ არ ჰქონდა სახლის საქირავებლად და ქუჩაში დარჩა, უი, კარგი სუნი არ ჰქონია, თურმე და არ უმკურნალეს. წაიყვანან სასწრაფომ, მერე უკან მიიყვანა და წუხელ, 5 გრადუს ყინვაში, ისევ ქუჩაში დააგდო... საავადმყოფომ არ მიიღოო, თავშესაფარში არ გადაიყვანა, არც პოლიცია მიიყვანა, უბრალოდ, ქუჩაში დააგდო...
უფულო და უპატრონო კაცის სუნი არ მოეწონათ და ამას არ ვუმკურნალებთო...
თქვენ კიდევ იძახით, ვირუსით უნდათ მოსახლეობის გამოხშირვაო...
ჯერ გაღატაკებენ და მერე შენი ღატაკი სუნი არ მოსწონთ და ქუჩაში გტოვებენ სასიკვდილოდ, უკანასკნელი ამოსუნთქვის სასთუმალზე გატარების უფლებაც არა გვქონია...
და ასეთი ამბების შემდეგ, ჯანდაცვის მინისტრი თანამდებობიდან პოლიტიკური ნიშნით მიდის, საკუთარი ნებით, არადა, უნდა გარბოდეს და მივსდევდეთ!
გვითხარით, რომელმა კლინიკამ არ მიიღო... და დახურეთ ეგეთი კლინიკები, რაში მჭირდება ეგეთი საავადმყოფო?
და პასუხი აგოს ჯანდაცვის მინისტრმა (მოვალეობის შემსრულებელმა, თუ ვინცაა)
სუნი არ მოეწონათ, ხალხო და ეს სასიკვდილო ყოფილაო...
რუსმა გამოაგდო მისი სახლიდან, ოკუპანტის ხელიდან სიკვდილს გადაურჩა და ჩვენც უსახლ-კაროდ დავტოვეთ და მერე ცუდი სუნის გამო მოვკალით...
რომ იცოდეთ, მართლა როგორ ყარხართ...
სასწრაფომ რომ უკან მომიგდო, ურიკაზე დავაწვინე და ხელში ჩამაკვდაო, კაცმა...
უფალო, ვიცი, გულში ჩაიკრავ და დაუამებ ტკივილს, მაგრამ მე რა ვქნა, როგორ ვიცხოვრო, როცა ჩემ ირგვლი ადამიანებს ჯერ აღატაკებენ და მერე ღატაკი სუნის გამო კლავენ?", - წერს კეშელავა.
კომენტარები (0)