Демонстрационный сайт » ჯანქი » მრავალ წლიანი თანაცხოვრება, ცხოვრების მძიმე პერიოდი, მეუღლე და მდიდრული სახლი - თათია სულუაშვილის პირადი

მრავალ წლიანი თანაცხოვრება, ცხოვრების მძიმე პერიოდი, მეუღლე და მდიდრული სახლი - თათია სულუაშვილის პირადი

მრავალ წლიანი თანაცხოვრება, ცხოვრების მძიმე პერიოდი, მეუღლე და მდიდრული სახლი - თათია სულუაშვილის პირადი
მსახიობ თათია სულუაშვილს მთელი საქართველო იცნობს. ის „კომედი შოუს“ მსახიობია და ბევრისთვის საყვარელ სხვადასხვა გმირს ასახიერებს.

პერსონაჟებისაგან განსხვავებით თათია უფრო ჩუმი და სერიოზულია.

მსახიობი მის პირად ცხოვრებაზე ხშირად არ საუბრობს, თუმცა „დაიჯესტმა“ გადაწყვიტა დღეს თათია სულუაშვილის პირადზე გიამბობთ. როგორია მსახიობის ცხოვრება ეკრანს მიღმა და როგორ გადაიტანა ცხოვრების მძიმე პერიოდი ახალგაზრდა მსახიობმა.

პროფესია

მსახიობი თათია სულუაშვილი უკვე 14 წელია სცენაზე დგას.
როგორც თავად ერთ-ერთ ინტერვიუში ჰყვება.
მისი პირველი სამსახური მარჯანიშვილის, ახმეტელისა და რუსთავის თეატრში იყო, მაგრამ პირველი ხელფასი „მარჯანიშვილში“ აიღო.
-ამჟამად, რამდენი სამსახური გაქვს?
- ბავშვთა გასართობ ცენტრში ვმუშაობ. ასევე, ჩემი თეატრალური სტუდია მაქვს, სადაც თითქმის მთელი დღე დაკავებული ვარ: მოსწავლეებს მსახიობის ოსტატობას ვასწავლი. სტუდიაში საკმაოდ ბევრი ბავშვია. სწავლობენ: მსახიობის ოსტატობას, თანამედროვე ცეკვას, მეტყველებას, ხატვას, ძერწვას, ქვიშაზე ხატვას... "გადარბენაზე" ვარ. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, "კომედი ჯგუფში" ვმუშაობ. ფაქტობრივად, სამი სამსახური მაქვს.

რას ურჩევ ქალბატონებს, ვისაც საკუთარი საქმის წამოწყება ან პროფესიული საქმიანობა სურთ?
-ბავშვობიდან ზუსტად ვიცოდი, რა მინდოდა. ყველა წინააღმდეგი იყო, რომ მსახიობი გამოვსულიყავი. ძალიან დიდი წინააღმდეგობები და ბრძოლები მქონდა. ჩემი მოსწავლეები მეკითხებიან ხოლმე: უნივერსიტეტში ჩაბარება არ გაგიჭირდათ? აქამდე როგორ მოხვედით? რთული იყოო? ადამიანს რაც გულით გინდა, გამორიცხულია, იმას ვერ მიაღწიო. ასე რომ, ყველას ვურჩევ, მიზანი დაისახონ და აუცილებლად მიაღწევენ. საკუთარი თავისთვის იცხოვრონ. თუკი ადამიანი ბედნიერი იქნები, ალბათ, ცხოვრებაში ყველაფერს მიაღწევ.

ქმარი

მსახიობს უკვე 12 წელია ოჯახი ჰყავს. მისი მეუღლე ვასიკო შაბურიშვილია. ის პროფესით ეკონომისტია, თუმცა საკუთარი პროფესიით არასდროს უმუშავია.
ვასიკოს, როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში თავად საუბრობს, ძალიან მოსწონს თათიას საქმიანობა, ჯობდა ცოტა მეტი დრო ჰქონდესო, მაგრამ იმასაც ვეგუები, რომ, შესაძლოა, სახლში ღამის 4 საათზე დაბრუნდესო. ქმარი თათიას შენიშვნებსაც აძლევს.
„მეუბნება, დღეს რა კარგი იყავი, მაგრამ აი, სკეტჩი უკეთესად გამოგივიდაო. ზოგჯერ იტყვის ხოლმე, აქ რა დედაკაცი ხარო და ა.შ. მის შენიშვნებზე ცოტა ვწითლდები და მრცხვენია. თუ ერთად ვუყურებთ, მაშინ უცებ სხვა არხზე გადავრთავ ხოლმე, ვითომ შემთხვევით ხელი დამეჭირა. ჩემი გმირი რომ აღარ იქნება ეკრანზე, მერე ისევ გადმოვრთავ“- ამბობს მსახიობი.

შვილები

თათიას 2 შვილი ჰყავს - 10 წლის ქეთო და 6 წლის დათა.
სხვათა შორის, ქეთო ნიჭიერი ბავშვი გახლავთ. უყვარს ხატვა, ძერწვა, ცეკვაზეც დადის. 6 წლისამ სპექტაკლში პირველად ითამაშა. ძალიან აქტიური ბავშვია. ხან უნდა, რომ მსახიობი გახდეს, ხან - მოცეკვავე, მომღერალი... მასში საკუთარ თავს ვხედავ: მის ასაკში მეც სულ ვმღეროდი და პატარა ეტიუდებს ვთამაშობდი: ხან ქათამი „ვიყავი", ხან - ძაღლი. ქეთოსაც ზუსტად ასეთივე მანერები აქვს... დათა ჯერ ბაღში დადის. ჩემი ბიჭია და ძალიან მიყვარს. ორივე შვილზე ვგიჟდები, “-ამბობს მსახიობი ერთ-ეთ ინტერვიუში.
მისი უმცროსი ვაჟის, დათას აუტიზმის დიაგნოზთან გამკლავებას წლები დასჭირდა, თუმცა მან ეს შეძლო…
თათია ასევე ამბობს, რომ საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია და სწორი დამოკიდებულება ქცევის ამ ტიპის დარღვევასთან დაკავშირებით.

„გამიგია ეს ფრაზა, როცა იუმორისტი ხარ, რომ უდარდელი ცხოვრება გაქვს, მაგრამ იყო დრო, როცა ძალიან დიდი სანერვიულო გადავიტანე და ეს ეხებოდა ჩემს შვილს. დათა ახლა არის ექვსი წლის. როდესაც იყო წლისა და ხუთი თვის, დაეწყო უძილობა. დილის 5 საათამდე გვეძინა ხოლმე ერთად ქუჩაში, პლედმოხვეულს, გულზე მყავდა მიკრული. იმ პერიოდში ჩემი ქმარი ამერიკაში იყო წასული, მე დედასთან გადავედი, რადგან მარტო არ მინდოდა ცხოვრება. მეზობლები ჩამოვიდნენ, თათია, რაიმე პრობლემა ხომ არ გაქვსო… იფიქრეს, ქმართან ხომ არ მომივიდა კონფლიქტი. ეს ხდებოდა ძალიან ხშირად. ნევროპათოლოგმა სახლში გამომიშვა, ხასიათის ბავშვია, არაფერიაო. დათას წლინახევრის ასაკში დაეწყო რეგრესი, რაც იცოდა, ყველაფერი დაავიწყდა. არ ჰქონდა რეაქცია ჩემზე, ფუნქციურ სათამაშოებზე… დათა აიღებდა მანქანას და ბორბალს ატრიალებდა. მისი გასართობი იყო უფუნქციო ნივთები. პირველად ეს შეამჩნია დედამ და მითხრა, მაგრამ არ მინდოდა ამ პრობლემისთვის თვალის გასწორება. პატარა იყო და მეგონა, უძილობა გაუვლიდა. დედის რჩევით და მეც უკვე ეჭვებქვეშ ვიყავი, მივიყვანე ფსიქიატრთან. ერთი თვის შემდეგ ანალიზზე მარტო მივედი, არ მეგონა, რომ ამდენად რთულად იყო საქმე. კომპიუტერი შემომიტრიალა ექიმმა და იქ ეწერა: „აუტისტური სპექტრი“ გავიყინე. ცრემლები ჩამომივიდა და ვფიქრობდი, რა უნდა გამეკეთებინა. არ ვიყავი ინფორმირებული ამის შესახებ. პირველად ვიგრძენი შიშიც არა, საკუთარ შვილთან ასეთი განცდა მქონდა, როგორ დავეხმარო? ბოლო წერტილი არ ვიცოდი, როდის დაისმებოდა… ექიმმა დამამშვიდა, რომ სჭირდებოდა თერაპიები. იმ წუთას ვიტირე, გამოვედი და მეორე დღიდან დაიწყო ჩემი აქტიური ჩართულობა. დათასთვის უნდა მიმეხედა. ჩემი სამსახურიდან გამომდინარე რთული იყო, მაყურებლის გაცინებაზე უნდა მეზრუნა, სულაც არ მეცინებოდა, რადგან სამსახურიდან სახლში მოსულს პრობლემა მელოდებოდა, მაგრამ… მეგობრებმა იცოდნენ და ძალიან მეხმარებოდნენ. ყოფილა შემთხვევა, როცა დათას ჩემს გულზე ჩასძინებია. მრცხვენია, მაგრამ ჩემს უფროს ქალიშვილს ყურადღება მოვაკელი. მაშინაც ვჭირდებოდი და ახლაც ვჭირდები. დათას უფრო მეტად ვჭირდებოდი.
დათასთან ერთად ძალიან რთული გზა გავიარე… დილას ვესწრებოდი დათას თერაპიებს, რადგან ჩემი ჩართულობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი. მერე მოვდიოდი სამსახურში… ძიძა მყავდა, მაგრამ უფრო მეტად ჩემთან იყო…
დათა ყველგან დამყავდა. დაბადების დღეებზეც, მაგრამ იქ კუთხეში იდგა ხოლმე, რადგან ანიმატორებმა რა იცოდნენ, როგორ ჩაერთოთ ის თამაშები. ამის გამო მე დავიწყე დაბადების დღის ცენტრში მუშაობა დავიწყე იმისთვის, რომ დათაც მეტარებინა და იქ ჩართულიყო ყველაფერში.
ერთხელ ჩემი ძიძა და დათა, თერაპიიდან რომ ბრუნდებოდნენ, მგზავრების თხოვნით, სამარშრუტო ტაქსიდან ჩამოსვეს, რადგან დათა ცელქობდა…
ჩემი პროფესია გავითავისე, ხან ვთამაშობდი კომედიაში, ხან დრამაში. დათამ მთლიანად შემისრუტა… მაგრამ ამ დიდი ბრძოლის შემდეგ დათა ძალიან კარგად არის. დღეს დათა არის არაჩვეულებრივი ბიჭი. ვფიქრობდი, რომ სუსტი ვიყავი, მაგრამ არ ვიცი, რა პრობლემა უნდა დამიდგეს წინ, რომ ვერ გადავლახო. ძალიან გამაძლიერა დათამ. დღეს ძალიან ძლიერი ქალი ვარ, ყველაფერს ვერგებოდი, სამსახურსაც, სახლსაც, დათასაც… დათას დიაგნოზის მოხსნა-არმოხსნაზე ვართ, არაჩვეულებრივად მღერის, ხატავს და მაღალი ინტელექტი აქვს,“- ამბობს მსახიობი.


წყარო: digest.pia.ge




კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+