» ჯანქი » „დღეს ახლიდან დავიბადე, მადლობა ღმერთს ამ დღისთვის“ - პატარა ნიკოლოზმა სიმსივნე დაამარცხა

„დღეს ახლიდან დავიბადე, მადლობა ღმერთს ამ დღისთვის“ - პატარა ნიკოლოზმა სიმსივნე დაამარცხა



„დღეს ახლიდან დავიბადე, მადლობა ღმერთს ამ დღისთვის“ - პატარა ნიკოლოზმა სიმსივნე დაამარცხა
ნიკოლოზ კეჟერაშვილმა სიმსივნე დაამარცხა. ამის შესახებსოციალურ ქსელში ნიკოლოზის დედა, თეკლა ნადირაშვილი წერს.

პატარა ნიკოლოზს ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა.

„ჩვენო სინათლის ადამიანებო, აი დადგა ის დღე, როდესაც შემიძლია ვთქვა, რომ ეს არ იყო ადვილი, მაგრამ ჩვენ ეს შევძელიიიიიით

დღეს ნიკოლოზის გამოკვლევების პასუხები მითხრეს და მინდა მთელ სამყაროს ვუთხრა, რომ ნიკოლოზი სუფთაა და ჩვენ გავიმარჯვეეეეეეეეთ

რწმენით, სიკეთით და სიყვარულით მოვიგეთ ეს ბრძოლა და ამ ბრძოლის მთავარი გმირები ხართ თქვენ, მადლობა ყველა ქმედებისთვის, ლოცვისთვის, სიტყვისთვის, თანადგომისთვის,სითბოსთვის და სიყვარულისთვის რომელსაც გვიგზავნიდით, გვამხნევებდით და ჩემთან ერთად იზიარებდით ყველა ემოციას ამ რთულ 11 თვის მანძილზე

დღეს ჩვენი დღეა, დღეს ახლიდან დავიბადე, მადლობა ღმერთს ამ დღისთვის და ამ სიხარულისთვის, რომელსაც ახლა თქვენ გიზიარებთ“, – წერს თეკლა ნადირაშვილი.

წყარო: ​tia.ge​​​

კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+