» ჯანქი » "5 ლიტრი ზეთი თურქეთში 24 ლარი ღირს, საქართველოში 45 ლარზე მეტი“ - ქართველების რიგები თურქეთის მაღაზიებში

"5 ლიტრი ზეთი თურქეთში 24 ლარი ღირს, საქართველოში 45 ლარზე მეტი“ - ქართველების რიგები თურქეთის მაღაზიებში



"5 ლიტრი ზეთი თურქეთში 24 ლარი ღირს, საქართველოში 45 ლარზე მეტი“ - ქართველების რიგები თურქეთის მაღაზიებში
მაღაზიებში ზეთზე ფასის მატება მწარმოებელი ქვეყნების მიერ დამატებითი გაძვირებით აიხსნა. ცნობილია, რომ რუსეთმა აქციზის ფასი რამდენჯერმე გაზარდა, რამაც მნიშვნელოვნად გააძვირა პროდუქტი.

აჭარაში უკვე იციან, რომ ზეთს ძველ ფასად საზღვრის იქით შეიძენენ. ამიტომაც საქართველოდან თურქეთში ყოველდღიურად ასობით საქართველოს მოქალაქე გადადის პირველადი მოხმარების პროდუქტების საყიდლად. ამის შესახებ აჭარაში მოქმედი ადგილობრივი მედია ღიად საუბრობს.

- მიღირდა აქ გადმოსვლა. 200 ლარი დავახურდავე და ვყიდულობ პრპდუქტს, რომ ოჯახი ვარჩინო… ძალიან დიდი შეღავათია, პროდუქტებს 40 პროცენტით ნაკლებად ვყიდულობთ, ვიდრე საქართველოში ღირს. 5 ლიტრი ზეთი თურქეთში 25 ლარი ღირს, საქართველოში 40-ზე მეტი ლარი, – ამბობენ თურქეთში გადასული მოქალაქეებიჟურნალ, , ბათუმელებთან”.

თუ აქამდე თურქეთში ძირითადად მედიკამენტებისათვის გადადიოდნენ, ახლა საზღვარზე ხშირად შეხვდებით მოქალაქეებს ხელში ზეთის 5-ლიტრიანი ქილებით. 5 ლიტრი ზეთი თურქეთში 145-160 ლირა (24-27 ლარი) ღირს, საქართველოში კი მინიმუმ 43 ლარი.

საზღვრის გარდა რიგებია დიდ სუპერმარკეტებშიც. საქართველოდან გადასული მოქალაქეები, პროდუქტებით დატვირთული ურიკებით დგანან სალაროს რიგში. ყიდულობენ ყველაფერს, წვრილმანების ჩათვლით.

საქართველოს მოქალაქეებისთვის ძირითადი სავაჭრო ცენტრი საზღვრისპირა ქალაქები – ქემალფაშა და ხოფაა. ამ ქალაქებში მოხვედრა საზღვრიდან ადვილია და თან იაფი. მაგალითად, სარფიდან ხოფამდე მგზავრობა 3.40 ლარი [20 ლირა] ღირს და სამგზავრო მიკროავტობუსი 20 წუთში ერთხელ გადის.
რა ღირს პროდუქტები თურქეთში და რა ღირს საქართველოში, ამის გადასამოწმებლად „ბათუმელებმა“ ერთი და იგივე სახეობის პროდუქციის ფასები შეადარა.

1 ლიტრი „ევინის“ ფირმის მზესუმზირას ზეთი თურქეთში 5.84 ლარი [34.50 ლირა] ღირს. „ბათუმელებმა“ გადაამოწმა და აღმოაჩინა, რომ ბათუმში, დიდ სუპერმარკეტებში ზეთების სექცია ძირითადად რუსული წარმოების ზეთითაა შევსებული.

1 ლიტრი რუსული წარმოების მზესუმზირას ზეთის ფასი ბათუმის სუპერმარკეტებში 7, 50 ლარიდან იწყება და ათ ლარს აღწევს.

საქართველოს მოქალაქეები თურქეთში ძირითადად 5 ლიტრიან ბოთლებში ჩამოსხმული ზეთს ყიდულობენ. თურქეთში, 5 ლიტრი მზესუმზირის ზეთის ფასი (დამოკიდებულია მწარმოებლებზე) 24-27 ლარის ფარგლებში მერყეობს, მაშინ, როცა საქართველოში 5 ლიტრი ზეთის ფასი 43 ლარიდან იწყება და 60 ლარს აღწევს.


წყარო - "ინტერმედია" &  ​tia.ge​​​

კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+