"მიქაუტაძის გოლი? ეს შემთხვევითობა იყო, მჯერა, რომ "აიაქსის" დონის ფორვარდი არ არის" - რას ამბობს ვან დერ ვაარტი მიქაუტაძის შესახებ?
18 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, საქართველო თურქეთთან 1:3 დამარცხდა.
"ჯვაროსნებიდან" ერთადერთი გატანილი გოლის ავტორი გიორგი მიქაუტაძე გახდა. ნიდერლანდების ნაკრების ვეტერანმა ფეხბურთელებმა და ამჟამად საფეხბურთო ექსპერტებმა რაფაელ ვან დერ ვაარტმა და პიერ ვან ჰოიდონკმა "მეცის" ფორვარდის თამაში შეაფასეს.
"მიქაუტაძის გოლი? ეს შემთხვევითობა იყო, მჯერა, რომ "აიაქსის" დონის ფორვარდი არ არის. სამწუხაროა, რომ ჟორჟმა "აიაქსში" თავი ისე ვერ წარმოაჩინა, როგორც ამას საქართველოს ნაკრებსა და "მეცში" ახერხებს", - განაცხადა ვან დერ ვაარტმა.
განსხვავებით "აიაქსის" კაპიტნისა, ქართველის შესახებ დადებითად ისაუბრა პიერ ვან ჰოიდონკმა.
"მიქაუტაძემ "მეცში" გატარებულ 6 თვეში 14 გოლის გატანა მოახერხა. ის ისეთი ცუდი არ არის, როგორც ნიდერლანდებში ამბობენ, ჟორჟს "აიაქსში" თავის პოზიციაზე საერთოდ არ ათამაშებდნენ. თურქეთთან მატჩშიც ბევრი რამის გაკეთება შეძლო და გოლის გატანაც მოახერხა, რაც ევროპირველობაზე ბრწყინვალე მიღწევაა", - განაცხადა ვან ჰოიდონკმა.
წყარო: sportall.ge
კომენტარები (0)