ესპანეთის ჩემპიონატში დღეს ქართველი ფეხბურთელის, გიორგი მამარდაშვილის დებიუტი შედგა. ახალგაზრდა ქართველმა მეკარემ "ხეტაფეს" წინააღმდეგ მატჩი სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყო, მისმა გუნდმა კი ანგარიშით, 1-0 იმარჯვა.
გიორგიმ მადრიდულ კლუბთან მინდორზე 90 წუთი გაატარა. ამ პერიოდში მან 4 სეივი განახორციელა და სტატისტიკური პლატფორმის, Sofascore-საგან 8.1-ქულიანი შეფასებაც დაიმსახურაც, რაც მოედანზე მყოფთაგან საუკეთესო შედეგია.
კომენტარები (0)