» პოპულარული » რა დეტალები ხდება ცნობილი თურქი მსახიობის გარდაცვალების საქმეზე

რა დეტალები ხდება ცნობილი თურქი მსახიობის გარდაცვალების საქმეზე



რა დეტალები ხდება ცნობილი თურქი მსახიობის გარდაცვალების საქმეზე



თურქი მსახიობი სერჰათ მუსტაფა ქილიჩი სტამბოლის ქაღითჰანეს რაიონში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. 

თურქული სააგენტო Anka Haber-ის ცნობით, მსახიობთან დაახლოებით ორი დღის განმავლობაში დაკავშირება ვერ ხერხდებოდა. მისმა მეგობარმა გოგონამ სახლში მისვლისას ქილიჩი მისაღები ოთახის დივანზე უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინა და 112-ში დარეკა. ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა მსახიობის გარდაცვალება დაადასტურეს.

პირველადი დათვალიერებისას მსახიობის თვალის მიდამოებში, ხელებსა და ფეხებზე სილურჯეები აღინიშნებოდა, თუმცა სხეულზე ღია ჭრილობის ან აშკარა ძალადობის კვალი არ აღმოჩნდა.

მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე დადგენილი არ არის და საქმეზე გამოძიება დაიწყო.

თურქული მედიის ინფორმაციით, საბოლოო პასუხი გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის/აუტოფსიის შემდეგ გახდება ცნობილი.

წყარო: ​primetime.ge​​​


კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+