» პოპულარული » "როგორ მეწყინა... წუხელ, ჩაფიძის კლინიკაში გარდაიცვალა" - კახა კალაძეს დედა გარდაეცვალა

"როგორ მეწყინა... წუხელ, ჩაფიძის კლინიკაში გარდაიცვალა" - კახა კალაძეს დედა გარდაეცვალა



"როგორ მეწყინა... წუხელ, ჩაფიძის კლინიკაში გარდაიცვალა" - კახა კალაძეს დედა გარდაეცვალა



თბილისის მერის, კახა კალაძის დედა, მე­დეა შენ­გე­ლია გარდაიცვალა, ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჟურნალისტები ნინო ჯღარკავა და ბერდია კალანდია ავრცელებენ.

"როგორ მეწყინა, კახას დედა გარდაეცვალა. როგორ იტანჯა, რამხელა ტკივილს ატარებდა ეს კეთილშობილი ქალბატონი. კახა გულწრფელად ვიზიარებ შენს ტკივილს. უფალმა გაგაძლიეროს, ნათელში იყოს შენი საყვარელი დედის სული. დედა არსად არ მიდის, მუდამ შენთან იქნება!" - წერს ნინო ჯღარკავა.
ბერდია კალანდიას ცნობით, მე­დეა შენ­გე­ლია თბილისში, ჩაფიძის კლინიკაში გარდაიცვალა.

"წუხელ, თბილისში, ჩაფიძის კლინიკაში თბილისის მერის, კახა კალაძის დედა გარდაიცვალა ვუსამძიმრებთ კახი კალაძესა და მის ოჯახს დედის გარდაცვალებას" - წერს ბერდია კალანდია.


წყარო: ​palitravideo.ge​​​


კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+