» პოპულარული » „იმ დღეს გაიძახოდა, რატომ არ გამაღვიძეს, გადავხტებოდი ფანჯარაშიო... თურმე ეგ იყო მკვლელი“ - დააკავეს მეზობელი, რომელმაც გურიაში, ქალი სასტიკად მოკლა

„იმ დღეს გაიძახოდა, რატომ არ გამაღვიძეს, გადავხტებოდი ფანჯარაშიო... თურმე ეგ იყო მკვლელი“ - დააკავეს მეზობელი, რომელმაც გურიაში, ქალი სასტიკად მოკლა



„იმ დღეს გაიძახოდა, რატომ არ გამაღვიძეს, გადავხტებოდი ფანჯარაშიო... თურმე ეგ იყო მკვლელი“ - დააკავეს მეზობელი, რომელმაც გურიაში, ქალი სასტიკად მოკლა





გურიაში, ოზურგეთის სოფელ ნასაკირალში, 63 წლის მარგო ზოიძე-გიორგაძის სადისტურად მკვლელობის ბრალდებით გურიის პოლიციამ გარდაცვლილის მეზობელი დააკავა. ამის შესახებ გარდაცვლილის ახლობლები საუბრობენ და მკვლელობაში ბრალდებულის ფოტოს ავრცელებენ.

„სამართალმა იზეიმა, ცივსისხლიანი მკვლელი დაკავებულია. მადლობა შსს საგამოძიებო ჯგუფს მკვლელი არის გ. ე.-ძე, რომელიც შეიპარა ჩემი ძმის სახლში და ვერაგულად, აუღწერელი სისასტიკით სიცოცხლეს გამოასალმა ჩემი რძალი მარგო ზოიძე. ჩვენ მწუხარება ცოტათი შემსუბუქდება, რადგან მკვლელი დაკავებულია. ოჯახი დაცლილია, მას პოლიცია იცავს. სადაც ცხოვრობენ, იმ ეზოში იქნება მხოლოდ ჭინჭარი, დალპება და ჩამოიშლება. კიდე ერთხელ მადლობა შსს-ს, აწი მოისვენებს ჩვენი გარდაცვლილის სული. მკვლელი არის გვერდით კორპუსში მცხოვრები, გარდაცვლილის სუფრაზე გაზრდილი“- ამბობს ოჯახის ახლობელი ტარიელ გიორგაძე.

„ჩემი დის მკვლელი, რომელიც იმ დღეს გაიძახოდა, მე რატომ არ გამაღვიძეს, გადავხტებოდი ფანჯარაშიო, თურმე ეგ იყო გადამხტარი და ჩემს დაიკოს 60 ჭრილობა არ აკმარა და ყელი გამოჭრა. მადლობა ოზურგეთის პოლიციის თანამშრომლებს“- წერს მანანა გირკელიძე.

წყარო: primetime.ge


კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+