» პოპულარული » დაურ ბუავას დედა საქართველოშია

დაურ ბუავას დედა საქართველოშია



დაურ ბუავას დედა საქართველოშია





გარდაცვლილი აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას დედა საქართველოშია. ის ქვეყანაში ცოტა ხნის წინ ჩამოფრინდა.

დაურის დედას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

ცნობისთვის, აფხაზი ბლოგერი, დაურ ბუავა თბილისში, საცხოვრებელ ბინაში, გარდაცვლილი 28 აგვისტოს იპოვეს. ის სავარაუდოდ, რამდენიმე დღის გარდაცვლილი იყო, ვინაიდან მეზობლებმა სამაშველო ბრიგადა კორპუსში მძაფრი სუნის გამო გამოიძახეს.

ბუავა მაშველებს ბინაში შესვლისას გარდაცვლილი დახვდათ.

29 აგვისტოს სამართალდამცავებმა კი უცხო ქვეყნის მოქალაქე, დაურ ბუავას მეგობარი ქალი - ვალერია კირლიუკი სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით დააკავეს, რაც განსაცდელში მიტოვებას გულისხმობს.

გამოძიების თანახმად, მათ ნარკოტიკული საშუალება მოიხმარეს, რის შემდეგაც ორივე მათგანი შეუძლოდ გახდა.
მათივე ცნობით, დაკავებულმა ქალმა კრიტიკულად მძიმე და სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი ბუავა მიატოვა, საცხოვრებელი ბინის კარი გარედან ჩაკეტა და შემთხვევის ადგილიდან წავიდა.

გამოძიება ასევე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე - თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაც.
სამართალდამცავებმა დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიების ფარგლებში ასევე, ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.

წყარო: palitravideo.ge


კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+