უამინდობამ პრობლემები შექმნა ზესტაფონის მუნიციპალიტეტში. ადგილზე მყოფი მოქალაქეები ამბობენ, რომ ორი საათზე მეტია გადაუღებლად წვიმს.მოქალაქეების ინფორმაციით, სოფელ სვირში დაიტბორა სახნავ-სათესი ფართობები და ვენახები."ზესტაფონის მუნიციპიტეტი, სოფელი პირველი სვირი. ამ წუთებში მდინარე შაველას კალაპოტი, დაახლოებით, 7-8-ჯერ არის გაზრდილი მინიმუმ. დატბორა სახნავ-სათესი ფართობები და ვენახები. ამ ხიდის (რაც ვიდეოში ჩანს) მშენებლობაზე ადგილობრივ მოსახლეობას საკმაოდ დიდი პრეტენზიები ჰქონდა მშენებელ კომპანიასთან, რომ მაღალი იყო და ასე არ უნდა გაკეთებულიყო.. ახლა რომ ის ძველი ხიდი ყოფილიყო, წყალი საერთოდ დაფარავდა, ალბათ, თუ წაღებული არ იქნებოდა უკვე..ზუსტად 2 საათი და 13 წუთია გადაუღებლად წვიმს," - წერს ჟურნალისტი თამთა კაკურიძე და ვიდეოს აქვეყნებს.
წყარო:
palitravideo.ge
კომენტარები (0)