"ახლა ვემზადები და პოლიციაში მივდივარ...“ - თამუნა მუსერიძე ვიდეომიმართვას ავრცელებს და ჰყვება, რომ 2017 წელს აღებული, მოგვიანებით "განულებულად“ მიჩნეული სესხის გამო სასამართლოს გადაწყვეტილების ჩასაბარებლად დაიბარეს. მისი თქმით, სესხი ერთ-ერთ ბანკში ჰქონდა აღებული და მას შემდეგ, რაც ვალი სხვა კომპანიას გადაეცა, მის წინააღმდეგ სასამართლო დავა დაიწყო.
მუსერიძე ამბობს, რომ საქმის შესახებ არაფერი იცოდა, რადგან, როგორც თავად განმარტავს, სასამართლომ ის "ვერ იპოვა" და მის საქმეზე დაუსწრებლად მიიღო გადაწყვეტილება.
წყარო:
palitravideo.ge
კომენტარები (0)