» პოპულარული » ერთადერთი ხატი, სადაც დედაღვთისა გვიღიმის - ბეთლემის სიწმინდის საოცარი ისტორია

ერთადერთი ხატი, სადაც დედაღვთისა გვიღიმის - ბეთლემის სიწმინდის საოცარი ისტორია



ერთადერთი ხატი, სადაც დედაღვთისა გვიღიმის - ბეთლემის სიწმინდის საოცარი ისტორია



მართლმადიდებლურ იკონოგრაფიაში, სადაც ღვთისმშობელი ძირითადად სევდიანი გამომეტყველებით გამოისახება, ბეთლემის ხატი გამონაკლისია - ეს არის ღვთისმშობლის ერთადერთი ცნობილი ხატი, რომელზეც დედაღვთისა ნაზად იღიმის.

ხატი დაბრძანებულია ბეთლემში, ქრისტეს შობის ტაძარში (იმ გამოქვაბულის შესასვლელთან, სადაც იესო ქრისტე დაიბადა).

 გადმოცემით, ხატი რუსეთის იმპერატორის ოჯახმა შეუკვეთა და ბეთლემის ტაძარს საჩუქრად გადასცა მას შემდეგ, რაც რუსეთის ელისაბედ დედოფალი მძიმე დაავადებისგან სასწაულებრივად განიკურნა.

 ხატზე ღვთისმშობელს მარცხენა ხელზე ყრმა იესო უკავია, მარჯვენაში კი სამეფო სკიპტრა უპყრია. ყრმა ქრისტეს ერთ ხელში სფერო (სამყაროს სიმბოლო) აქვს, ხოლო მეორე ხელით მლოცველებს ლოცავს.

ღვთისმშობლის სახეზე აღბეჭდილი ნაზი, მშვიდი ღიმილი შობის სიხარულსა და კაცობრიობისადმი დედობრივ სიყვარულს განასახიერებს.

მორწმუნეთა გადმოცემით, ბეთლემის მომღიმარ ხატთან ლოცვას განსაკუთრებული მადლი მოაქვს ოჯახური კეთილდღეობისთვის, შვილების ჯანმრთელობისთვის, უშვილობის დაძლევისა და სულიერი მშვიდობის მოპოვებისთვის.

დღეს ეს ხატი მთელ ქრისტიანულ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და პატივსაცემი სიწმინდეა, რომელსაც ყოველწლიურად ათასობით მომლოცველი აკითხავს.

წყარო: ​primetime.ge​​​


კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+