20 წლის ბიჭი, რომლის ინტერვიუსაც დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა, ვიდეომიმართვას ავრცელებს.
ცნობისთვის, 20 წლის ბიჭთან ინტერვიუ ქუჩაში, ნათია გვაზავამ (Natia Talks) ჩაწერა.ბიჭი აღნიშნულ ვიდეოში ჰყვება, რომ სასულიერო პირის შვილია, მკაცრ პირობებში იზრდებოდა და ამის გამო სახლიდან წამოვიდა. ის ასევე ამბობს, რომ როცა არასწორად იქცევა, შეყვარებული სხეულს სიგარეტით უწვავს.
"არასწორად როცა ვიქცევი, შეყვარებული მასწავლის ტკივილით" - ამბობს ბიჭი.
ვიდეოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მას ბევრი ადამიანი აზიარებს და წერენ, რომ 20 წლის ბიჭს სასწრაფოდ დახმარება სჭირდება.წყარო: palitravideo.ge
კომენტარები (0)