» პოპულარული » "საშინელი ტრაგედია დატრიალდა... ადამიანი ქუჩაში მიდის და მთვრალი მძღოლი კლავს, მერამდენედ?" - ცნობილია სიღნაღში ავარიის შედეგად დაღუპულის ვინაობა

"საშინელი ტრაგედია დატრიალდა... ადამიანი ქუჩაში მიდის და მთვრალი მძღოლი კლავს, მერამდენედ?" - ცნობილია სიღნაღში ავარიის შედეგად დაღუპულის ვინაობა



"საშინელი ტრაგედია დატრიალდა... ადამიანი ქუჩაში მიდის და მთვრალი მძღოლი კლავს, მერამდენედ?" - ცნობილია სიღნაღში ავარიის შედეგად დაღუპულის ვინაობა



სიღნაღის მუნიციპალიტეტის სო­ფელ ტი­ბა­ან­ში ავარიას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა. და­ღუ­პუ­ლი 37 წლის ნიკა ხა­ტი­აშ­ვი­ლია. მას მე­უღ­ლე და ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი ტყუპი ბავშვი დარ­ჩა.

არსებული ინფორმაციით, არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფი პირი, რომელიც მა­ღა­ლი სიჩ­ქა­რით მოძ­რა­ობდა, მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლით 4 ადა­მი­ანს იმ დროს შე­ე­ჯა­ხა, როცა ისი­ნი ტრო­ტუ­არ­ზე იდ­გნენ. ერთი ადა­მი­ა­ნი ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა, სამი კი და­შავ­და.

როგორც ადგილობრივი გვიყვება, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ისინი და­ბა­დე­ბის დღი­დან ბრუნ­დე­ბო­დნენ.

მძღო­ლი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა, თუმცა მოგვიანებით ის სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­ა­კა­ვეს.

ფაქტზე გამოძიება სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.
ნიკა ხა­ტი­აშ­ვი­ლს სოციალურ ქსელში ახლობლები და მეგობრები ემშვიდობებიან:

"ადამიანი ქუჩაში მიდის და მთვრალი მძღოლი კლავს, მერამდენედ?

ნიკა, საშინელი ტრაგედია დატრიალდა...

დეგენერატი, არაკაცი, სად გაიქცა, დაღუპა ანგელოზივით ბიჭი...

ნიკა უდიდესი ტკივილი ხარ შენ ჩვენი ყველასი! დაგიმკვიდროს ცათა სასუფეველი უფალმა..

ნიკა ტიბაანის ტკივილი ხარ გენაცვალე, ძალიან კარგი ადამიანი წახვედი ამ ქვეყნიდან...

ვაიმე, ნიკა როგირი ტრაგედია დაატყდა შენს ოჯახს. უკარგესი ადამიანი, როგორ მეცოდები... "

წყარო:  ​palitravideo.ge​​​


კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+