2014 წელს თბილისიდან ლომისობაზე მლეთაში ახალგაზრდების 14-კაციანი ჯგუფი ჩავიდა, მათ თან ერთი ზრდასრული ადამიანიც ახლდათ - ბიჭის მამიდის ახლობელი. თავდაპირველი ვერსიით, მოზარდთან მყოფი პირები ჰყვებოდნენ, რომ ის ქვაზე ჩამოჯდა, მთიდან ჩამოსულ თანატოლებს უთხრა, რომ გზა გაეგრძელებინათ და დაეწეოდა, თუმცა ქვემოთ მდგარ მიკროავტობუსში აღარ დაბრუნდა.
დედის თქმით, ჯგუფი თბილისში ჩავიდა, მათ დაკარგული ბიჭის მამიდას უთხრეს, რომ გურამს გზა აერია და ჰკითხეს, ხომ არ მისულა მასთან. დედის ვერსიით, ექსკურსიაზე მყოფებმა გამოძიება შეცდომაში შეიყვანეს - მისი შვილი სავარაუდოდ, ქვაზე არ ჩამოჯდა და მაღლა, მთიდან ჩამოსვლამდე დაიკარგა. სოფიო ბიბილაშვილი ვარაუდობს, რომ, შესაძლოა, მის გურამს ფეხი დაუცდა შემდეგ კი იმ დღეს მოსულმა მეწყერმა ჩაიტანა. ბიბილაშვილი საგამოძიებო უწყებას გულგრილობაში ადანაშაულებს. წლების განმავლობაში ის საქმის ხელახალ გამოძიებასა და შემთხვევის ადგილის სპეციალური ტექნიკით დათვალიერებას ითხოვდა. რამდენიმე კვირის წინ სოფიო ბიბილაშვილმა ამ ყველაფერზე გადაცემაში „შენი ამბავი” თაიასთან ისაუბრა. ქალის თქმით ახლა მისი ერთადერთი სურვილია, შვილის ნეშტი მაინც იპოვოს.
“პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო საზოგადოებას ჩვენი ტრაგედიის ასე გულთან ახლოს მიტანისთვის. ამავდროულად მოგიწოდებთ თავი შეიკავოთ უსაფუძვლო და მახინჯი კომენტარებისგან. ადამიანს, რომელსაც გადაუარეთ დედაჩემია, ნინო დადიანიძე. ვერ ვხვდები როგორ შეგიძლიათ ასე უტიფრად ცილი დასწამოთ და შეურაცხყოთ როცა წარმოდგენა არ გაქვთ როგორი პიროვნება ნინო. ქალი, რომელმაც საკუთარი ძმიშვილი 9 წლის ასაკიდან გაზარდა, უპატრონა ისე როგორც საკუთარს, რა პირი გიტრიალდებათ და რა გალაპარაკებთ ამდენ სისულელეს. აყოლილები ხართ “სცენარისტებს” , რომლებიც ისე ქმნიან სიტუაციას როგორც აწყობთ თავისი ფოლოვერების ლაიქების და აუდიტორიის მოსამატებლად. ვინმე თუ საჯაროდ არ ტირის ეგ იმას არ ნიშნავს რომ მას გული არ შესტკივა. დავიჯერო თქვენ უფრო განიცდით გურიკას დაკარგვას ვიდრე თავისი ოჯახი? განსაკუთრებით კი თავისი მამიდა, რომელიც დედის როლს ასრულებდა ამ წლების მანძილზე ჩემი დაკარგული ბიძაშვილისთვის.
რატო არავის გიჩნდებათ ის კითხვა თუ რატო იზრდებოდა მამიდასთან ან რატო დაბრუნდა თურქეთიდან ჩამოსული ისევ მამიდასთან? თუ ასეთი ცუდი მამიდა ჰყავდა ისევ მასთან რატო მივიდა?? სად იყო დედამისი?
თუ ნინო დადიანიძე ამ ყველაფერზე საჯაროდ არ ლაპარაკობს ამასაც თავისი ახსნა აქვს და ყველაფერს რო თავი დავანებოთ არავის მიმართ ვალდებული არ არის რამე აუხსნას გარდა პროკურატურისა.
რაც შეეხება გამოძიებას, ჩვენება არაერთხელ აქვს მიცემული ამ 12 წლის მანძილზე და აქტიურად თანამშრომლობს. თაიას თქმით უარს ამბობდა ნინო ადვოკატთან შეხვედრაზე, რაც აბსურდია. მას არასოდეს არ უთქვამს უარი და ვიდეოშიც იძახდა რო შეხვდებოდა ადვოკატსაც და გამომძიებელსაც.
წინასწარი დასკვნებისგან კი თავი შეიკავეთ და დაელოდეთ გამოძიებას“, - დაწერა დაკარგული გურამ დადიანიძის მამიდაშვილმა.
წყარო:
resonancedaily.com
კომენტარები (0)