"ძარცვა ქუთაისში. ავტოქარხანა, ცოტნე დადიანის ქუჩა.
მთელი ღამის განმავლობაში ძაღლები არ გაჩერებულან. რამდენიმე ახალგაზრდა რამდენიმე მანქანის გახსნას ცდილობდა წინა მხარეს. ზუსტად არ ვიცით, გახსნეს თუ არა, რადგან მანქანებიდან სიგნალიზაციის ხმა ისმოდა.
შემდეგ უკანა მხარეს გადმოინაცვლეს. ვეძახდით, მაგრამ რეაგირება არ ჰქონდათ. გადაღება ვერ მოვასწარით. რომ ვაკვირდებოდით, გაბრაზდნენ, ფანჯარასთან მოირბინეს და ფანჯრის მიმართულებით იარაღი დაგვიმიზნეს. გავიდნენ სხვა ბინებისკენ
თუ ვინმე ამოიცნობთ, გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღება.
მშობლებსაც მივმართავ იცოდეთ, სად დადიან თქვენი შვილები დილის 4 საათზე.
(ვიცი, აქ მორალს მიკითხავთ და გამოდიხართ ლანძღვითი კომენტერებით აქ რატომ არ დარეკე, რატომ არ დააყენე თავზე პოლიციაო და ამ ვიდეოს დადებას მარიაჟობას ეძახით 1 წლის ბავში მეჭირა ხელში და ისე ვუყვიროდი ზემოთ იარაღი დაგვიმიზნეს კომენტარების წერა მარტივია ასეთები გიმახსოვრებენ და მერე უარესად იქცევიან. აქ იმიტომ დავდე, რომ იცნოს იქნებ, ვინმემ და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება. სამსახურთან და ბავშვთან ერთად არ მაქვს იმის დრო პოლიციაში დაკითვებზე და სასამართლოებზე ვიარო, მითუმეტეს არავინ არ დასჯის არასრულწლოვნებს. გადავეცი ვიდეო მანქანის მფლობელს და იმოქმედებს)" - ამის შესახებ სოციალურ ქსელში "ქუთაისი" მოქალაქე ანონიმურად წერს და ვიდეოს აქვეყნებს.
წყარო:
palitravideo.ge
კომენტარები (0)