სოციალურ ქსელში თელავში, ქროწილში, ინციდენტში მონაწილე ალიონა ნესტერიუკის ვიდეოინტერვიუ ვწრცელდება.ვიდეოს რუსეთში მცხოვრები მამუკა ფიფია აქვეყნებს."საქართველოში დაახლოებით მერვედ ვარ. ეს ნამდვილად არ არის ჩემი პირველი ვიზიტი. აქამდეც ვყოფილვარ და 5 წლის წინაც. მსგავსი პრობლემები არასდროს მქონია. ზოგადად, არც ვარ პრობლემური ადამიანი. სიტუაცია, რაც შეიქმნა, ჩემს ცხოვრებაში პირველად მოხდა.
არ ვთვლი, რომ რაიმე პროვოკაცია მოვაწყეთ. ის, რასაც ინტერნეტში წერენ, არ გაგვიკეთებია - ვენ იქ არაფერი გადაგვისხამს, ვედროთი წყალი არ დაგვიღვრია და ა.შ ჩვენ მეგობრის დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვედით, 5 გოგო ვიყავით. მხოლოდ გოგოები, კაცები არ ყოფილან. ამავდროულად, მეორე მხარე დღესასწაულს, ქორწილს აღნიშნავდა.
ნომერში დაახლოებით, 20:11 ან 20:15 საათზე შევედით. გვქონდა შამპანურის ბოთლი, გავხსენით, შესაბამისად, შესაძლოა წვეთები მოხვდა, როგორც ისინი ამბობენ. პრინციპში, იქ სახურავიც გვქონდა და ჩვენი ადგილია აივანი. ჩვენ არსად გავდიოდით. ანუ, ჩვენ მხოლოდ ფანჯრიდან ვიყურებოდით. და ამიტომ, შეიძლება ორ მხარეს შორის რაღაც გაუგებრობა მოხდა.
შესაძლოა, სიტყვიერი დაპირისპირება იყო. მაგრამ ცალსახად, 100%-ით შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი მხარე, ჩვენი გოგოები ვულგარულად არ მოქცეულან. ისინი არ იგინებოდნენ და არ ჩხუბობდნენ. პირველად ჩხუბი მეორე მხარემ დაიწყო. ეს მათ ვიდეოზეც კი ჩანს.
მე საერთოდ ოთახში ვიყავი. როცა ეს სიტუაცია მოხდა, უბრალოდ გოგოების დასაცავად დავდექი, რადგან ის ოთახში შემოიჭრა... გოგოებმ
კარი გააღეს და არც კი შეუხედავთ, ვინ მოდიოდა. ეგონათ, რომ მენეჯერი იყო, რადგან მენეჯერი მანამდე უკვე იყო ჩვენთან შემოსული ერთხელ. სხვათა შორის, ჩვენ ვთხოვეთ მას კონფლიქტის მოგვარება. ის ჩვენთან ოთახში დაცვის თანამშრომელთან ერთად იმყოფებოდა. დახმარება ვითხოვეთ, რადგან შექმნილი ვითარება ჩვენთვისაც მიუღებელი იყო. ჩვენც სტუმრები ვართ. ჩვენც სრული პატივისცემით ჩამოვედით ამ ქვეყანაში, თანაც არა პირველად, და ვიცით აქ როგორ უნდა მოვიქცეთ.
მეორე მხარე ძალიან აგრესიული იყო. როცა ის ადამიანი ოთახში შემოიჭრა, ვიდეოც არსებობს, ჩვენც გვაქვს სრული ვიდეომასალა, არაადეკვატური იყო და დიახ, ყველას შეგვეშინდა.
არ ვფიქრობ, რომ სასტუმროს უსაფრთხოების სამსახურმა ხელი შეუწყო. უფრო მეტიც, მათ ძალიან დიდი შეცდომები დაუშვეს. მაგალითად, გვეუბნებოდნენ: "ფანჯრიდან არ გადმოიხედოთ", "პირდაპირ ქუჩაში არ გამოხვიდეთ". ყვიროდნენ: "ფანჯრიდან არ გადმოიხედოთ, შებრუნდით უკან ოთახში.
რაც ჩვენ მიმართაც არასწორია, რადგან ჩვენც სტუმრები ვართ. ისეთივე თანაბარუფლებიანი ვართ, როგორც ისინი, ვინც ქორწილს აღნიშნავდა. სასტუმრომ საერთოდ არ დაგვიცვა ამ თავდასხმისგან. ბოდიშიც კი არ მოუხდია და არ გაუკეთებია ის ყველაფერი, რაც აუცილებელი იყო კონფლიქტის მოსაგვარებლად.
ჩემი გამოკითხვა რამდენიმე საათით ადრე მოხდა. გულწრფელად რომ ვთქვა, ჩემს ადვოკატს ველოდებოდი. პოლიციამ მხოლოდ 24 საათის შემდეგ, მეორე დღეს დამკითხა.
პოლიციის მხრიდან ჩემს მიმართ ცუდი დამოკიდებულება არ მიგრძვნია. პირიქით, შეეცადნენ, რომ ნორმალურად და მშვიდად აეხსნათ, რა უნდა გაგვეკეთებინა და რა მოხდებოდა შემდეგ. მთხოვეს ვყოფილიყავი აბსოლუტურად გულწრფელი" - ამბობს ვიდეოში ალიონა ნესტერიუკი.
წყარო:
palitravideo.ge
კომენტარები (0)