» პოპულარული » ეს 3 პროდუქტი იწვევს სიმსივნეს - გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

ეს 3 პროდუქტი იწვევს სიმსივნეს - გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება



ეს 3 პროდუქტი იწვევს სიმსივნეს - გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება



ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში მორიგ სასარგებლო ვიდეომიმართვას ავრცელებს და ინფორმაციას გვაწვდის იმ პროდუქტების შესახებ, რომელიც სიმსივნის გამომწვევია.

ექიმი საზოგადოებას მოუწოდებს არ მიიღონ აღნიშნული პროდუქტები:

„ეს სამი პროდუქტი იწვევს მსხვილი ნაწლავის სიმსივნის განვითარებას. ეცადეთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ ისინი თქვენს შვილებს, ბავშვებისთვის ისინი კატეგორიულად არ შეიძლება და არც თქვენთვის. 

ესენია ბეკონი, სალიამი და „ჰოთდოგი" -  ეს სამი პროდუქტი მიეკუთვნება კანცეროგენების პირველ ჯგუფს. ისინი ძალიან მაღალი ალბათობით გამოიწვევს სიმსივნეების განვითარებას თუ მათ თქვენ მოიხმართ რეგულარულად. ეცადეთ, რომ არასდროს არ მიირთვათ.

სამივე მათგანი შეიცავს ნატრიუმის ნიტრატს და ნატრიუმის ნიტრიტს, ხორცი რომ არ გაფუჭდეს ამ ნივთიერებებს ამატებენ. ეს ნივთიერებები მას სძენენ დამახასიათებელ ფერს, რომელიც ხასხასაა და თქვენთვის ძალიან მიმზიდველია და ამავდროულად სძენენ დამახასიათებელ გემოს, რაზეც თავისთავად ვგიჟდებით. როდესაც ადამიანი მოიხმარს ამ პროდუქტებს, ისინი ჩვენს კუჭში, მოქმედებენ ამავე ხორცში არსებულ ამინომჟავებთან და წარმოქმნიან ნიტროზამინებს, რომლებიც ჩვენს მსხვილ ნაწლავში აზიანებენ უჯრედებს, მათ დეენემს იმგვარად, რომ ამ დეენემის აღდგენა შემდეგ შეუძლებელი ხდება და ადამიანს საბოლოო ჯამში ასაკთან ერთად უვითარდება მსხვილი ნაწლავის სიმსივნე, ამიტომ ეს სამი პროდუქტი არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ ბავშვებს...“ – ამბობს ღოღობერიძე. 




წყარო: ​primetime.ge/​​​


კომენტარები (0)

დამატება

Copyright © 2021. ყველა უფლება დაცულია 18+